თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2016, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2759,
კომენტარები: 16
"იუნაიტედი" სქოულზს სამსახურს შესთავაზებს
ლეგენდარული ნახევარმცველის "იუნაიტედში" დაბრუნების საშუალებად კლუბის მიერ შეთავაზებული სამსახური შეიძლება იქცეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის თავისი ლეგენდის, პოლ სქოულზის საკლუბო სტრუქტურაში დასაბრუნებლად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სქოულზი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობის პერიოდში, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.

Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ "წითელი ეშმაკები" არ აპირებენ პოლთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ თუკი ინგლისელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, კლუბის ხელძღვანელობა ამას მხოლოდ მიესალმება.

სქოულზის გადაბირების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "იუნაიტედმა" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი უორენ ჯოისი დაკარგა. წყაროს ცნობით, აწ უკვე "უიგანის" მწვრთნელის შემცვლელის პოვნა ნიკი ბატს დაევალა, რომელიც ამავდროულად "წითლების" აკადემიის ხელმძღვანელი და სქოულზის ყოფილი თანაგუნდელია.

ნიკი და პოლი ადრე ერთად წვრთნიდნენ "იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდს, სქოულზი ასევე იყო რაიან გიგზის სამწვრთნელო შტაბის წევრი, როცა უელსელმა "იუნაიტედი" დროებით ჩაიბარა დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ.

41 წლის სქოულზი არასდროს მალავდა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობის განახლება სურს. დაბრუნება კლუბში, რომელთან ერთადაც 11-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, შესაფერის შესაძლებლობად შეიძლება იქცეს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
10 ნოემბერი 2016 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
[quote=gela-manutd]ბიჭებო პეს 17ტი თუ ვინმეს გესმით მომწერეთ რა[/quote
არი ჩვენთან გაყიდვაშიიიი?
0
№12
ავტორი: vincent
10 ნოემბერი 2016 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ციტატა: gela-manutd
ბიჭებო პეს 17ტი თუ ვინმეს გესმით მომწერეთ რა

რა გაისნტერესებს?
0
№13
ავტორი: gela-manutd
10 ნოემბერი 2016 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: vincent
ციტატა: gela-manutd
ბიჭებო პეს 17ტი თუ ვინმეს გესმით მომწერეთ რა

რა გაისნტერესებს?

კონტრაკტებს ვერ ვახანგზლივებ ზოგმა ერტი ცლიტ გაახანგზლივა ზოგი ვაბსჰე თავისუფალი აგენტის სტატუსიტ ცავიდა და ან როგორ უნდა ან ვიდეო რო მონახო რა
0
№14
ავტორი: stepno
11 ნოემბერი 2016 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოდიი პოლლ მოდიი
0
№15
ავტორი: vincent
11 ნოემბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ციტატა: gela-manutd
ციტატა: vincent
ციტატა: gela-manutd
ბიჭებო პეს 17ტი თუ ვინმეს გესმით მომწერეთ რა

რა გაისნტერესებს?

კონტრაკტებს ვერ ვახანგზლივებ ზოგმა ერტი ცლიტ გაახანგზლივა ზოგი ვაბსჰე თავისუფალი აგენტის სტატუსიტ ცავიდა და ან როგორ უნდა ან ვიდეო რო მონახო რა

მე მიწერს ჩვეულებრივად მანდ რომ ვის უნდა წასვლა და ვის როგორ უნდა გაუხანგრძლივო.
0
№16
ავტორი: gaga1987
11 ნოემბერი 2016 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ნამდვილად რომ დადებითი იქნება პოლის დაბრუნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top