თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2016, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2759,
კომენტარები: 16
"იუნაიტედი" სქოულზს სამსახურს შესთავაზებს
ლეგენდარული ნახევარმცველის "იუნაიტედში" დაბრუნების საშუალებად კლუბის მიერ შეთავაზებული სამსახური შეიძლება იქცეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის თავისი ლეგენდის, პოლ სქოულზის საკლუბო სტრუქტურაში დასაბრუნებლად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სქოულზი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობის პერიოდში, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.

Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ "წითელი ეშმაკები" არ აპირებენ პოლთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ თუკი ინგლისელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, კლუბის ხელძღვანელობა ამას მხოლოდ მიესალმება.

სქოულზის გადაბირების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "იუნაიტედმა" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი უორენ ჯოისი დაკარგა. წყაროს ცნობით, აწ უკვე "უიგანის" მწვრთნელის შემცვლელის პოვნა ნიკი ბატს დაევალა, რომელიც ამავდროულად "წითლების" აკადემიის ხელმძღვანელი და სქოულზის ყოფილი თანაგუნდელია.

ნიკი და პოლი ადრე ერთად წვრთნიდნენ "იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდს, სქოულზი ასევე იყო რაიან გიგზის სამწვრთნელო შტაბის წევრი, როცა უელსელმა "იუნაიტედი" დროებით ჩაიბარა დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ.

41 წლის სქოულზი არასდროს მალავდა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობის განახლება სურს. დაბრუნება კლუბში, რომელთან ერთადაც 11-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, შესაფერის შესაძლებლობად შეიძლება იქცეს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
10 ნოემბერი 2016 17:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
პოლი უნდა იყოს "იუნაიტედში" ყოველთვის !!
1
№2
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ar iqneba cudii amis dabruneba
0
№3
ავტორი: zurazura
10 ნოემბერი 2016 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Shezleba gagikvirdet magram me polic Minda DA cantonac <3 )))))
0
№4
ავტორი: gela-manutd
10 ნოემბერი 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
გიგზი მენეჯერად და ეს ასისტენად არ შეილება მოიყვანოთ ბლინ
0
№5
ავტორი: makaveli
10 ნოემბერი 2016 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: gela-manutd
გიგზი მენეჯერად და ეს ასისტენად არ შეილება მოიყვანოთ ბლინ

მაგას ვიძახი რამდენი ხანია მარა ვის ესმის :)))) lol
0
№6
ავტორი: gela-manutd
10 ნოემბერი 2016 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
[quote=makaveli][quote=gela-manutd]გიგზი მენეჯერად და ეს ასისტენად არ შეილება მოიყვანოთ ბლინ[/quote]
მაგას ვიძახი რამდენი ხანია მარა ვის ესმის :)))) :გლეიზერებს რო მოუ*** ტვინი
0
№7
ავტორი: - DAB -
10 ნოემბერი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
კარგია თუ პოლი იქნება თანაც ძაან ჟილკიანია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2016 19:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მომავალში თუ ოდესმე სტაბილურად ავთამაშდით და მწვერვალზე დავბრუნდით გიგსი და პოლი რომელიმე უნდა გახდეს მწვრთნელი love
0
№9
ავტორი: crawling
10 ნოემბერი 2016 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ერთი რეამე უეჭველი ვიცი რაც მოხდება იმ შემთხვევაში ეს თუ დაინიშნება მთავარი გუნდის მწვრთნელად მანჩესტერის თამაში აღარ იქნება სვარკა
0
№10
ავტორი: gela-manutd
10 ნოემბერი 2016 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბიჭებო პეს 17ტი თუ ვინმეს გესმით მომწერეთ რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top