მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გამოტყდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბასთან ერთად თამაშს საკლუბო დონეზეც ისურვებდა.
როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე სეზონის ბოლოს ევროპის წამყვანი კლუბები - "იუნაიტედი", "ჩელსი" და პსჟ - 25 წლის გრიზმანის გადაბირებას შეეცდებიან.
"წითელი ეშმაკების" კოზირად შეიძლება იქცეს პოლ პოგბა, რომელთანაც გრიზმანს მეგობრული ურთიერთობა აქვს. "პოლ პოგბას მუდმივად ვეკითხები "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ. ვფიქრობ, ეს უდიდესი კლუბია ნამდვილად კარგი ინფრასტრუქტურით.
პოლს ზოგიერთი ფეხბურთელების შესახებ ვეკითხები, მართლა ასეთი კარგები არიან თუ არა, მართლაც კარგია ჟოზე მოურინიო თუ არა.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული ბევრი ჭორი ისმის, მაგრამ ამჟამად სხვა კლუბში გადასვლა ვერც კი წარმომიდგენია. თუმცა, პოგბასთან ერთად ოდესმე თამაში კარგი იქნებოდა", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.