თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2016, 19:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4021,
კომენტარები: 18
გრიზმანი: "პოგბას "იუნაიტედის" შესახებ ხშირად ვეკითხები"
ანტუან გრიზმანი პოგბასთან ერთად თამაშის სურვილს გამოთქვამს.
გრიზმანი:
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გამოტყდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბასთან ერთად თამაშს საკლუბო დონეზეც ისურვებდა.

როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე სეზონის ბოლოს ევროპის წამყვანი კლუბები - "იუნაიტედი", "ჩელსი" და პსჟ - 25 წლის გრიზმანის გადაბირებას შეეცდებიან.

"წითელი ეშმაკების" კოზირად შეიძლება იქცეს პოლ პოგბა, რომელთანაც გრიზმანს მეგობრული ურთიერთობა აქვს.

"პოლ პოგბას მუდმივად ვეკითხები "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ. ვფიქრობ, ეს უდიდესი კლუბია ნამდვილად კარგი ინფრასტრუქტურით.

პოლს ზოგიერთი ფეხბურთელების შესახებ ვეკითხები, მართლა ასეთი კარგები არიან თუ არა, მართლაც კარგია ჟოზე მოურინიო თუ არა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული ბევრი ჭორი ისმის, მაგრამ ამჟამად სხვა კლუბში გადასვლა ვერც კი წარმომიდგენია. თუმცა, პოგბასთან ერთად ოდესმე თამაში კარგი იქნებოდა",
- განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
9 ნოემბერი 2016 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მოდი მერე მოდი
0
№2
ავტორი: snatch77
9 ნოემბერი 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
პოლ , ვარანს და ლაკაზეტესაც ებაზრე wink wink derpgop
2
№3
ავტორი: niksonpro101
9 ნოემბერი 2016 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
მომავალი აგენტი am გა ვკარი ვუდვორდს და მინო რაიოლას პოგბასთან შედარებით
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 ნოემბერი 2016 20:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გრიზმანს აქ სიმპატიები მანჩესტერის მიმართ და თუ გადაწყიტა ატლეტიკოდან წასვლა წესით პირველი კანდიდატურა იუნაიტედი უნდა იყოს
0
№5
ავტორი: - DAB -
9 ნოემბერი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ამას თუ წასვლა მოუნდა ჩვენია რადგან ძაან ევასება მანჩესტერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№6
ავტორი: tyeshela1
9 ნოემბერი 2016 20:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ოპპაა ეს კარგია მაგრამ ფიქრობ აუცილებლობა არაა. მარსიალი არ მინდა გაჩანაგდეს სკამზე და იმედია მოურინიო აათამაშებს. ვაფშე რაღაცნაირი ტაქტიკით თამაშობს ეს კაცი. სწრაფი ფეხბურთის თამაში არ უნდა აი მაგალითად რაშფორდის და მარსიალის სიჩქარეს ფლანგბზე ვაფშე არ იყენებს ანუ მთლიანად სხა დატვირთვას აძლევს ორივეს. არადა მარსიალი როგორ მევასება და წინა სეზონში საუკეთესო იყო გუნდში 19 წლის ბავშვი
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
9 ნოემბერი 2016 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჩვენთან მოვა უეჭველიიიი
0
№8
ავტორი: gache1991
9 ნოემბერი 2016 21:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Pogbas garda amas natqvami aq ro beqhemi iyo kumiri da beqsis pontshi vatareb shvid nomers da grdzelmklavian maisurso..tak shto vudvords mxolod gadaxda unda darches..
0
№9
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე საერთოდ აღარავის გამართლების არ მჯერა. დიდი სამუშაოა ჯერ ჩასატარებელი, გუნდი გუნდს უნდა დაემსგავსოს და როგორმე ძირითადი თერთმეტეული მაინც იპოვნოს. შეთამაშება აკლიათ, მამენტ ყველაფერი აკლიათ. ცტა რომ დალაგდება სიტუაცია მერე ვიფიქროთ გრიზმანზე,
0
№10
ავტორი: dybbuk
9 ნოემბერი 2016 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ეს იქნება მართლა უმაგრესი ტრანსფერი, ფრანგები მანჩესტერში სულ ამართლებდნენ, გრიზმანის სახით კიდე გუნდს დაუბრუნდება შვიდი ნომერი, რაც ყოველთვის ითვლებოდა გუნდის თილისმად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top