თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 15
პოგბა: "მეტი გოლის გატანა მინდა"
პოლ პოგბა გუნდის დასახმარებლად უფრო მეტი გოლის გატანის იმედს გამოთქვამს.
პოგბა:
პოლ პოგბამ იმედი გამოთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" უფრო მეტ გოლს გაიტანს და მის მიერ "სუონსის" კარის დალაშქრვა მხოლოდ ერთ-ერთი პირველია.

ფრანგმა ფეხბურთელმა მე-15 წუთზე შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, მოგვიანებით კი გულშემატკივართა მიერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეხვედრის შემდეგ კი ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

რა იყო გადამწყვეტი გამარჯვებაში?

ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს სურდა ამ მატჩის მოგება და ყველა კონცენტრირებული იყო. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და ყველაფერი გავიღეთ, პირველი ტაიმი დაუჯერებელი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო და სწორედ ასე უნდა ვთამაშობდეთ, ყველაფერს ვიღებდეთ, ყველა ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და როცა ერთად ვთამაშობთ, ასე ვთამაშობთ.

თქვენს კარიერაში არაერთი ლამაზი გოლი გაგიტანიათ, ამ გოლს რა ადგილს მიუჩენდით?

კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გამიტანია და იმედი მაქვს, უფრო მეტ გოლს გავიტან გუნდის დასახმარებლად, რათა მოვიგოთ და მოვიგოთ, ასე გავაგრძელოთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს სჭირდებოდა ეს გოლი?

ზლატანი გუნდისთვის თამაშობს და გუნდისთვის იმარჯვებს, მის გამო ყველანი ბედნიერები ვართ, რადგან თვითრწმენა სჭირდება და მან ორი გოლი გაიტანა. გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება - ფეხბურთელების თამაში ერთმანეთისთვის და ეს გუნდური სულისკვეთება.

შეგიძლიათ მოგებათა სერია გქონდეთ?

რა თქმა უნდა, დღეს მოგება გვჭირდებოდა და ასე მოხდა - ახლა ამ გზით უნდა გავაგრძელოთ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: WeAreUnited
8 ნოემბერი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: Ashley Young
ფერგიმ გადმორეკა და პოგბას დდშვც მეო და რა ვუთხრა?!:-)


ფერგის გადაეცი ერთი ორი წუთითი გასხდელში შევიდეს და ცოტა აზრზე მოიყვანოს რუნი თორემ დამაწყდა ნერვები

მოკლედ ამ თამაშს ვერ ვუყურე მიზეზების გამო და ძალიან გამიხარდა იბრას გოლი აი ყვითელი ზედმეტი იყო ამ თამაშში უნდა მოვითმინოთ რა არ გამოვა ესე 2 წამში გუნდის დალაგება რომლიც ბოლო 3-4 წელია კრიზისშია ფელაინი და როხო სხვა თემაა მარჯვენა მცველი გვჭირდება ერთი ცენტრალური მცველიც გვჭირდება აზრში ასევე კარგი ნახევარმცველი გვჭირდება და ერთი მარჯვენა ვინგერი ძალიან სწრაფი და კრეატიული და არა ვიღაცა მხითარიანი და ცენზურამნაჯო როჟები და ეგაა რა
0
№12
ავტორი: gache1991
8 ნოემბერი 2016 19:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Es pirveli taimi axlosac ver miva lestertan pirvel taimtan..chemi azrit es swansea sanderlendzec susti gundia..gundma moigos da amoiwios da asemc uqnia su darmians gautania yvela turshi
0
№13
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Jer sadaa yvelaferi win aqvs ❤️
0
№14
ავტორი: Iunaitedi
8 ნოემბერი 2016 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
სურო ვერ გაიტანოს გოლები მაინც მიხარია რო აქაა მართალია ძაან ბევრი გავიგეთ მის სანაცვლოდ თანხა მარა თვითონ ისეთი ტიპია რო რავი რა ეტყობა რო არაა ცუდი ადამიანი პირველრიგში და ძაან მომწონს love
0
№15
ავტორი: - DAB -
9 ნოემბერი 2016 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
იბრასთვის ეს გოლი მართლაც რომ ძალიან საჭირო იყო manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top