თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 15
პოგბა: "მეტი გოლის გატანა მინდა"
პოლ პოგბა გუნდის დასახმარებლად უფრო მეტი გოლის გატანის იმედს გამოთქვამს.
პოგბა:
პოლ პოგბამ იმედი გამოთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" უფრო მეტ გოლს გაიტანს და მის მიერ "სუონსის" კარის დალაშქრვა მხოლოდ ერთ-ერთი პირველია.

ფრანგმა ფეხბურთელმა მე-15 წუთზე შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, მოგვიანებით კი გულშემატკივართა მიერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეხვედრის შემდეგ კი ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

რა იყო გადამწყვეტი გამარჯვებაში?

ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს სურდა ამ მატჩის მოგება და ყველა კონცენტრირებული იყო. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და ყველაფერი გავიღეთ, პირველი ტაიმი დაუჯერებელი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო და სწორედ ასე უნდა ვთამაშობდეთ, ყველაფერს ვიღებდეთ, ყველა ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და როცა ერთად ვთამაშობთ, ასე ვთამაშობთ.

თქვენს კარიერაში არაერთი ლამაზი გოლი გაგიტანიათ, ამ გოლს რა ადგილს მიუჩენდით?

კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გამიტანია და იმედი მაქვს, უფრო მეტ გოლს გავიტან გუნდის დასახმარებლად, რათა მოვიგოთ და მოვიგოთ, ასე გავაგრძელოთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს სჭირდებოდა ეს გოლი?

ზლატანი გუნდისთვის თამაშობს და გუნდისთვის იმარჯვებს, მის გამო ყველანი ბედნიერები ვართ, რადგან თვითრწმენა სჭირდება და მან ორი გოლი გაიტანა. გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება - ფეხბურთელების თამაში ერთმანეთისთვის და ეს გუნდური სულისკვეთება.

შეგიძლიათ მოგებათა სერია გქონდეთ?

რა თქმა უნდა, დღეს მოგება გვჭირდებოდა და ასე მოხდა - ახლა ამ გზით უნდა გავაგრძელოთ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
8 ნოემბერი 2016 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
პოგბასგან ასეთ გოლებს ველით და იმედი მაქვს მოუმატებს. ეს თამაში თუ მაქსიმუმი იყო, ასე შორს ვერ წავალთ ნამდვილად, მაგრამ ვფიქრობ მეტი შეუძლიათ და ცოტა გამოფხიზლდნენ.
0
№2
ავტორი: shotkin
8 ნოემბერი 2016 11:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მერე მიდი პოლ ძაან მაგრად უნდა მოიხოდო კიდე !! არსენალს გაუყარე ეხლა და მერე იმედია მოუ შეგიწყვილებს სატრანფეროზე ვინმე კარგ ნახევარმცველს love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
8 ნოემბერი 2016 11:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შეთამაშება და სწორი შემადგენლობის შერჩევა უნდა ამ გუნდს, გამართული ტაქტიკა, მოტივაცია, ბრძოლის ჟინის დანერგვა. ეს ყველაფერი პირველ რიგში მოურინიომ უნდა გააკეთოს და მჯერა ესეც დროის საკითხია. როგორ დავიჯერო რო ამ შემადგენლობის და ასეთი ვარსკვლავების მქონე გუნდს (გასაგებია რო ბევრი გასაშვებიაცაა, მაგრამ ბევრია ასევე დიდი პოტენციალის) მეტი არ შეუძლია?!
0
№4
ავტორი: mogeba
8 ნოემბერი 2016 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
pogba kide bevs gaitan sauketeso unda iyo yvela monacemebi gaq manchesters shen bers moagebineb bdrgvna minda arsenalis
0
№5
ავტორი: stepno
8 ნოემბერი 2016 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუუ როგორნ მინდაა არსენვენგერი და მთლიანად არსენალი დავამწუხროოთ love
0
№6
ავტორი: shotkin
8 ნოემბერი 2016 13:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: SANDROGRIGA
შეთამაშება და სწორი შემადგენლობის შერჩევა უნდა ამ გუნდს, გამართული ტაქტიკა, მოტივაცია, ბრძოლის ჟინის დანერგვა. ეს ყველაფერი პირველ რიგში მოურინიომ უნდა გააკეთოს და მჯერა ესეც დროის საკითხია. როგორ დავიჯერო რო ამ შემადგენლობის და ასეთი ვარსკვლავების მქონე გუნდს (გასაგებია რო ბევრი გასაშვებიაცაა, მაგრამ ბევრია ასევე დიდი პოტენციალის) მეტი არ შეუძლია?!

გეთანხმები მარა აქ ერთი რამაა კიდე აი რაცარუნდა მოხოდილი იყსო გუნდი დაჟე შენც რო თამასობდე სიტყვაზე და პოგბა იყო ან მატა ან მარსიალი :D აი როხო და მისნაირები ფელაინისნაირები რო ჩაგიჯვავენ კომბინაიაში ერთეხ 2 ჯერ 3 ჯერ ძნელია ძმაო მერე მოხოდვა გუნდის თითოული რგოლი იდეალური უნდა იყოს როგორც ფეხბურთელი და მოთამაშე თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვგულისხმობ ხოდა ძნელია მაინც რაცარუნდა სასტავი დააყენო სადღაც აუცილებლად დადგება ერთი ორი ჭიანი იგროკი და უნდა გაიწმინდოს გუნდი რა მაინც ეგაა ბოლო
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზლატანს ყველაზე მაგრად სჭირდებოდა და დუბლიც დადო, ძაან არეული იყო ბოლო ხანებში. არ მჯერა რომ ესე უცებ ყველაფერი გამოსწორდება თუმცა იმედია თავისებურად კიდე შემოგვთავაზებს საჭირო გოლებს
0
№8
ავტორი: gela-manutd
8 ნოემბერი 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
შენ და რეშფორდმა უნდა ტენოთ არსენალს
0
№9
ავტორი: dachi_mu
8 ნოემბერი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კი უნდა შეთამაშება და ერთი და იგივე სასტავი გუნდ მარა,არაა სასტავი,რა ან არის ზუსტად 11 კაცი,იქ ერერა არ იყო,ეხლა იბრა არაა,მერე ვიღაც ტრავმირებულია,ვიღაც ფორმაში არაა,ვინგერები არაა გუნდში..ზამთარში 2 3 კაცს დაიმატებს მოუ, love
0
№10
ავტორი: Ashley Young
8 ნოემბერი 2016 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ფერგიმ გადმორეკა და პოგბას დდშვც მეო და რა ვუთხრა?!:-)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top