თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2016, 21:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3352,
კომენტარები: 16
მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიო განხორციელებული ექვსი ცვლილების მიზეზს ხსნის.
მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიომ "სუონსისთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით.

გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდნენ ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ხუან მატა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელთაც დეილი ბლინდი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, ანდერ ერერა, ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი ჩაანაცვლეს. "ლიბერთი სტედიუმზე" გამართული მატჩის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრა.

"ვალენსია, ბაიი, სმოლინგი და შოუ - ვერცერთი ვერ ახერხებს თამაშს. ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა, ბაიის დიდი ხანია ტრავმა აქვს, სმოლინგი 100 პროცენტით მზად არ არის ტკივილის გამო. დღეს დილით ლუკ შოუმ მითხრა, რომ თამაშისთვის შესაფერის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რის გამოც დაცვის ხაზის გადაწყობა მოგვიხდა.

გულახდილად გითხრათ, ვენდობი იმ ოთხ ბიჭს, რომელიც მოედანზეა. მე ის მოთამაშეები ავირჩიე, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქმეს თავს გაართმევენ და მეც მჯერა. ვიცი, რომ ეშლი იანგი მარჯვენა მცველი არ არის, მაგრამ ის ჩემპიონია. მატეო დარმიანი ყოველთვის მზად არის მაქსიმუმის გასაკეთებლად და ფილ ჯონსი, მას გუნდის მდგომარეობა ესმის. მას ესმის, რომ პრობლემა გვაქვს და მზად არის მოედანზე გასასვლელად და პროცესის დასაჩქარებლად. იქნებ მას უფრო მეტი დრო დასჭირვებოდა, მაგრამ გუნდისთვის გარისკა. მარკოს როხოც ასევე.

დეილი ბლინდსაც ჰქონდა მცირე პრობლემა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა შეუძლია და საწიროების შემთხვევაში დახმარებაც, ასე რომ, ხალხი, რომლებიც აქ არიან, ჩემი ნდობით სარგებლობენ და მათ რთულ მატჩში ვენდობი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
6 ნოემბერი 2016 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
შეავენებამ სულზე მოგვისწრო შოუ,სმოლინგი,ბლინდი იქნებიან სავარაუდოდ არსენალთან მარჯვნივაც დააყენებს ვინმეს დარმიანს სავარაუდოთ, მხითარიანი სომხეთთში მაინც ათამაშონ, ერერაც გციბრუნდება იბრას არ ყოფნას გადავიტანთ
0
№12
ავტორი: gache1991
6 ნოემბერი 2016 23:09
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Rojo rojoti chaanacvla :))):? Droa iqamde smolingi blindi dadgnen isev eg jobia shuashi,droa iqamde bevri
0
№13
ავტორი: REDmonday
6 ნოემბერი 2016 23:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: bziki
შეავენებამ სულზე მოგვისწრო შოუ,სმოლინგი,ბლინდი იქნებიან სავარაუდოდ არსენალთან მარჯვნივაც დააყენებს ვინმეს დარმიანს სავარაუდოთ, მხითარიანი სომხეთთში მაინც ათამაშონ, ერერაც გციბრუნდება იბრას არ ყოფნას გადავიტანთ

სომხეთში რო ითამაშა მას მერე ზის სკამზე derpgop
1
№14
ავტორი: irakli87
7 ნოემბერი 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
არსენალს შარშან რეზერვებით მოვუგეთ!!!! თუ იგივე მონდომება იქნება, წელსაც მოვუგებთ!!
0
№15
ავტორი: mogeba
7 ნოემბერი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
cerikma dalaga centri da.pogba tavisufleba lieca es biji kide moumatebs
0
№16
ავტორი: shotkin
8 ნოემბერი 2016 08:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: irakli87
არსენალს შარშან რეზერვებით მოვუგეთ!!!! თუ იგივე მონდომება იქნება, წელსაც მოვუგებთ!!

შარშანმ გაგვიმატღლა კიდეც და სულ ესე გამართლების იმედზე ვერიქნები და + არსენალი ბევრად ძლიერია ვიდრე შარშან. უკვე ზედიზედ ოლდ ტრაფორდზე არსენალის წინააგმდეგ დიდი დანაკლისით ვხვდებით და ის საწცენზურაბიც ამ შანსს ვერ იყენებენ რო ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გააუმჯობესონ.იმედია დაცვის ხაზის რამოდენიმე იგროკი დაგვიბრუნდება თორე ესე როხო ჯონსის იმედად სადაც ესეთი სუონსი გოლს გიტანს ამოგვტენის არსენალი და ჩვენ 3-4 ბურთის გამტანები არვართ, იმედია მარსიალი და მხითო სასტარტოში ეყოლება და პოგბა ერერა მატას ვიხილავ ცენტრში
p.s vercert grand ver mougo manchesterma jer visac ki shexvda da aqac tuvermoviget martla da martla raze unda vilaparakot
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top