თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2016, 21:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3352,
კომენტარები: 16
მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიო განხორციელებული ექვსი ცვლილების მიზეზს ხსნის.
მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიომ "სუონსისთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით.

გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდნენ ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ხუან მატა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელთაც დეილი ბლინდი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, ანდერ ერერა, ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი ჩაანაცვლეს. "ლიბერთი სტედიუმზე" გამართული მატჩის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრა.

"ვალენსია, ბაიი, სმოლინგი და შოუ - ვერცერთი ვერ ახერხებს თამაშს. ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა, ბაიის დიდი ხანია ტრავმა აქვს, სმოლინგი 100 პროცენტით მზად არ არის ტკივილის გამო. დღეს დილით ლუკ შოუმ მითხრა, რომ თამაშისთვის შესაფერის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რის გამოც დაცვის ხაზის გადაწყობა მოგვიხდა.

გულახდილად გითხრათ, ვენდობი იმ ოთხ ბიჭს, რომელიც მოედანზეა. მე ის მოთამაშეები ავირჩიე, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქმეს თავს გაართმევენ და მეც მჯერა. ვიცი, რომ ეშლი იანგი მარჯვენა მცველი არ არის, მაგრამ ის ჩემპიონია. მატეო დარმიანი ყოველთვის მზად არის მაქსიმუმის გასაკეთებლად და ფილ ჯონსი, მას გუნდის მდგომარეობა ესმის. მას ესმის, რომ პრობლემა გვაქვს და მზად არის მოედანზე გასასვლელად და პროცესის დასაჩქარებლად. იქნებ მას უფრო მეტი დრო დასჭირვებოდა, მაგრამ გუნდისთვის გარისკა. მარკოს როხოც ასევე.

დეილი ბლინდსაც ჰქონდა მცირე პრობლემა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა შეუძლია და საწიროების შემთხვევაში დახმარებაც, ასე რომ, ხალხი, რომლებიც აქ არიან, ჩემი ნდობით სარგებლობენ და მათ რთულ მატჩში ვენდობი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 ნოემბერი 2016 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ჟოზე შენი იმედი მაქვს am love
0
№2
ავტორი: stepno
6 ნოემბერი 2016 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არსენალთან უბრალოდ ვერ ვხვდები ჩვენმა დაცვის ხაზმა როგორ უნდა გაართვას თავი?? :((((( ბაი და სმოლის გარეშეე და დამატებული ამათ შეტევაში იბრაა კიდეე :(( მაინც ოპტიმისტურად ვარ განყობილეე მაგრამ უბრალოდ ძალიან გაგვიჭირდებაა იმედია რუნი და რეშეფორდი კარგად ითამაშებენ დაა მარსიალს და დეპაისაც მისცემენ შანს.
0
№3
ავტორი: - DAB -
6 ნოემბერი 2016 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მემფისზე და ბასტიზე ძალიან მწყდება გული recourse
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№4
ავტორი: gela-manutd
6 ნოემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ზაან რთული მაჩები გვაქ წინ
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
6 ნოემბერი 2016 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
დაცვას თითქმის არაფერი არგაუკეთებია ის ერთი გოლი ჯონსის ბრალი იყო
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
6 ნოემბერი 2016 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაიწყო ისევ ტრამვები ;/
0
№7
ავტორი: niksonpro101
6 ნოემბერი 2016 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: SANDROGRIGA
დაიწყო ისევ ტრამვები ;/

როგორ ვერ ვიტან მაგ სიტყვას
0
№8
ავტორი: R10NEY
6 ნოემბერი 2016 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
არსენალს უეჭველი უნდა მოვუგოთთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№9
ავტორი: REDmonday
6 ნოემბერი 2016 22:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: R10NEY
არსენალს უეჭველი უნდა მოვუგოთთ

მაგასაც თუ ვერ მოვუგეთ და არ იმსახურებს მასეთი გუნდი არაფერს კარგს ჩემპიონათში

19 ნოემბრამდე იმედია მოიხოდებიან ბიჭები, ვისაც რა ჭირს შეძლებისდაგვარად მოირჩენს. სანაკრებოებზე იმედია ჩვენი მოწინააღმდეგეები ბევრ საჭირო ფეხბურთელებს დაკარგავენ და ჩვენ არა. და თუ მე-12 ტურს (ისედაც ჩვენ ვხსნით) მოგებით გავხსნით ძალიან კარგი იქნება. არსენალი 24+0 მანიუ 18+3. კარგად ავიწევთ წინ.
1
№10
ავტორი: Lady in red
6 ნოემბერი 2016 22:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
არსენალთან ასეთი დაცვის ხაზით რა გამოგვივა არ ვიცი, თამაშიც არ არის გამოსწორებული და მათ სწრაფ შეტევებს როგორ გავუმკლავდებით ეგ ძალიან საინტერესოა. პოგბა ხშირად თუ დაარტყამს კარისკენ ძალიან კარგი იქნება, რაც იცის და გამოსდის ის მაინც გამოიყენოს. რუნიმ დღეს კი გაიფართხალა, მაგრამ ძალიან ცუდ პასებს აკეთებდა და მას არ ეკადრებოდა ეს, მიუხედავად მისი ფორმისა. მთავარი იყო გამარჯვება და იმედი მაქვს არსენალთანაც მოვახერხებთ რამეს. მათ ძალიან დიდი პრობლემებით ვხვდებით, მაგრამ მინდა თავდაჯერებულობა, მონდომება დავინახო თითოეულ ფეხბურთელში და მინდა იმის იმედი მქონდეს, რომ თამაშის შემოტრიალებას შეძლებენ, როცა ანგარიში ჩვენ სასრგებლოდ არ იქნება. ატმოსფერო გულშემატკივრებისგან არ აკლიათ და ჩვენ მათი თამაშის ყურება გვინდა, რაც მათ ნამდვილად შეუძლიათ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top