თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2016, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 17
მოურინიო: "ფეხბურთი პირველივე წამიდან უნდა ითამაშო"
ჟოზე მოურინიო თავის ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "ფენერბჰაჩესთან" დამარცხების შემდეგ გულახდილი ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ თურქებმა გამარჯვება დაიმსახურეს.

"რამაც ყველაზე მეტად დამამწუხრა ის არის, რომ თურქულ გუნდებთან თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს. მათ წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშე მადრიდის "რეალით", ორჯერ "ჩელსით" და "პორტუთიც", ამიტომ ჩემს ფეხბურთელებს გამოცდილება გავუზიარე. ჩემი გამოცდილება კი ის არის, რომ მათ წინააღმდეგ სახლში თამაში ადვილია, ყოველთვის 2-0, 3-0, 4-0 ანგარიში ფიქსირდება, მაგრამ თურქეთში ჩადიხარ და სრულიად განსხვავებული რამ გხვდება. ასე რომ, მათ ვუთხარი, ამისთვის მზად ყოფილიყვნენ, ადვილ თამაშს არ დალოდებოდნენ, როგორიც "ოლდ ტრაფორდზე" გვქონდა, არამედ სრულიად განსხვავებულს.

ცუდად დავიწყეთ. ვიცი, რომ პრობლემა გვაქვს და მითუმეტეს გასვლაზე, მაგრამ ძალიან რთული ორი ცენტრალური მცველის გარეშე თამაში. ფეხბურთი იწყება მეკარითა და ორი ძლიერი ცენტრალური მცველით, ჩვენ კი ორ მარცხენა მცველს ვათამაშებთ, ასე რომ, ეს დიდი პრობლემაა. მაგრამ... ისინი საათში 100 მილის სიჩქარით თამაშობდნენ, ჩვენ კი ძალიან ნელა. მათ უკვე კარში დარტყმა ჰქონდათ, სწორედ ეს სჭირდებოდათ, მერე მსაჯი საჯარიმო დარტყმის ნებას აძლევს, მას სწრაფად ათამაშებენ, ჩვენ გვძინავს და არ ვრეაგირებთ, შემდეგ ბურთი მეორე მხარესაა, ჩვენ მეორე ბურთის მოგება გვჭირდება, მერე ჩაწოდება ხორციელდება, ჩვენ საჯარიმოში არ ვთამაშობთ და მატჩიც იცვლება.

ამის შემდეგ ისინი თავს ისე გრძნობენ, როგორც უნდათ, დაწინაურდნენ, მატჩს აკონტროლებენ, თავს ბევრი ფეხბურთელით იცავენ, კონტრშეტევაზე მოდიან, რამდენიმე ჯარიმის სიმილირებას ახდენენ, ზეწოლას ახდენენ მსაჯზე, თამაშს აჩერებენ, დროს იგებენ, კონფლიქტის პროვოცირებას ახდენენ, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია, რომ 1-0 დაწინაურების საშუალება მივეცით.

და როცა 1 ბურთით მარცხდები, რეაქცია უნდა გქონდეს და ალბათ შეგვეძლო კიდეც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ, რადგან ჩემთვის ფეხბურთის თამაში პირველივე წამიდან იწყება, "ფენერბჰაჩემ" კი ემოციური თამაში ითამაშა, ფეხბურთი კი ემოციური თამაშია და ეს დაიმსახურეს".


ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
4 ნოემბერი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: tazius
ეს ღადაობს??!! რა საფეხბურთო ანალიტიკოსივით ლაპარაკობს... ადექი და საქმე გააკეთე რა!!!! რაც მოხდა და რაც ხდება გუნდში მაგას ჩვენც კარგად ვხედავთ და მატჩის მიმოხილვა სულ არ გვაინტერესებს!!!! რა უბედურებაა... რაღა ვან გაალი და დარაჟოზე!!! ამ შემადგენლობას ესეთ ფეხბურთს (თუ უკეთესს არა) მეც ხო ვათამაშებდი!!!

რაც 3 წელიწადში გუნდმა დახარჯა, ფერგიუსონს არ დაუხარჯავს 28 წლის განმავლობაში. ეს შემადგენლობა რო ყოლოდა ლიგას მოიგებდა ზედიზედ 3-ჯერ. ჟოზე რისთვის ხარ??!! ვინც ფეხს არ ანძრევს და თამაში ეზარება დაახვევინე, ვინც იბრძვის და თამაშის მოგება უნდა დააწინაურე და ათამაშე!!! დავიღალე მუდმივი როტაციით... დაალაგე შემადგენლობა, განსაზღვრე ვინ რისთვის გჭირდება, ვინ გჭირდება საერთოდ ან არ გჭირდება. თუ არ გჭირდება, გაუშვი!!!

მაგრა მკიდია სახელები!!! თუ გინდა ნავალოვსკი იყიდე და ის დააყენე სასტარტოში, მთავარია გუნდმა ფეხბურთის თამაში დაიწყოს!!

აღარ მინდა ვარსკვლავად ნაყიდი დეპაის ტრიპაჩობა მოედანზე. აღარ მინდა საპენსიო ასაკზე გასული ლეგენდის (რუნი) თამაში, თუ ნორმალურად პასის გაკეთება აღარ შეუძლია. აღარ მინდა მოიესის მოთრეული ფელაინი. არ მინდა გაღმერთებული იბრაჰიმოვიჩი თუ დედამიწაზე არ დაეშვება და თავის გასაკეთებელს გააკეთებს. არ მინდა ერთი ტურნირის კარგად თამაშის გამო მოყვანილი როხო, რომელიც სირბილის მეტს არაფერს აკეთებს მოედანზე. ეს დარმიანი საერთოდ სად იპოვეს??!!


facepalm 3d_9 cerealguy cerealguy2 derpwhy areyoukiddingme yuno angry

გუნდი სერიოზული გასაცმენდია და გლეიზერების დედას მე რო შევაჯექი ხერხემალზე დანიშნონ გიგზი
1
№12
ავტორი: dybbuk
4 ნოემბერი 2016 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ერთ რამეს ვიტყვი და მემგონი ყველაფრის პასუხი ეგაა, სანამ გუნდს ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა არ ეყოლება მანამდე შედეგი არ დაიდება, მეოთხე წელია ჩემი საყვარელი გუნდის ასნავნოი არ ვიცი, მუდმივი როტაცია, ცვლილებები, ყველა გასაყრელია და დასასჯელია ვინც გუნდისთვის ბოლომდე არ იხარჯება ყველა თამაშში, თუ კიდიათ ეს ევროპა ლიგა მაშინ რაღას აყენებს დეხეას პოგბას და ვაფშე ე.წ. "ძირითადს"? წარმატების საწინდარი სტაბილურობაა რისგანაც მანიუ ძაან შორსაა ძაააააააან
0
№13
ავტორი: mufc1878
4 ნოემბერი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ბევრი ტრავმირებულია და ძნელია ტო.დაცვის ხაზის 3 მცველი გვაკლადა ასნავნოის


მოკლედ მოუ მიდი მიაწექი
0
№14
ავტორი: chestersa
4 ნოემბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
მერე შე კაი კაცო მაგას ჩვენ რომ გვეუბნები მაგათ უნდა უთხრა მეორედ მოგვივიდა ეგრე უკვე რა უბედურებაა ეს პირველივე შეტევიდან გოლის გაშვება პირველი ხუთი წუთი ძინავს გუნდს ნუ არც მერე იკლავენ თავს მაგრამ უაზრობაა ეგრე გოლს თუ უშვებენ საერთოდ იკიდებენ მერე ყველაფერს ბოლო წლებია მანჩესტერის კარგი თამაში ახალ წელს ემსგავსება -_-
0
№15
ავტორი: shotkin
4 ნოემბერი 2016 18:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: giorgiginturi
კონკრეტულად ამ თამაშში დე ხეას ბრალია ორივე გოლი ამ დონის მეკარემ არუნდა ჭამოს ასეთი ბურთები...
ეს გოლები მესის და რონალდოს არ გაუტანიათ რომ ვთქვათ სასწაულად არტყავენ ეს ვიღაც სირთა ჯოგმა გაგვიტანა და ამხელა დონე რო გაქვს ამხელა სახელი და მანჩესტერის ღირსებას იცავ მეტი რეაგირება და მონდომება უნდა გამოევლინა და არა ისე რომ თითქოს ეტყობოდა რომ ეზარებოდა მოძრაობა და ეკიდა ეს მატჩი.....
გასაგებია რომ ბლინდი და როხო იყვნენ იმ ორი გიგანტის ადგილას და ისე ვერ დაიცავდნენ დევიდს, როგორც ბაიი და სმოლინგი მარა დე ხეას უნდა მეტად ევაჟკაცა......
და თუ ასე ეწერა ამ შეხვედრას ჯობდა რომერო დამდგარი კარში, მე პირადად ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელის მრცხვენია და ბოლოს ყველაზე უძვირფასესმა და უსაყვარლესმა რუნიმ როგორც იქნა სასიამოვნო გოლიც შეაგდო.... მაგის გოლად ღირდა წაგებაც რასვიზავთ wink wink
მთლიანობაში ეკიდათ ეს თამაში და ზოგადად ევროპა ლიგა.....

პირველი გოლი მეკარეს დააბრალო უსამართლობაა ძაან
0
№16
ავტორი: pogba06
4 ნოემბერი 2016 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
manchesestera chirdeba iseti trenere rogoricaa klopi simione..ri gundahu sulieri sidzliere chados...eseti trenerebi ri wagebua ken wavlen ukve ician ra unda rqvan prwakonferenciaze....ase ro chemi azrit gunda aulieri sidzliere chiedeba magrad....soskaieri tu movida gamixardeba magrad sheszen gunds sulier sidzlieres rogorc tamashis dros iyo...
0
№17
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Joze sheni imedi maqvs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top