თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2016, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 17
მოურინიო: "ფეხბურთი პირველივე წამიდან უნდა ითამაშო"
ჟოზე მოურინიო თავის ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "ფენერბჰაჩესთან" დამარცხების შემდეგ გულახდილი ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ თურქებმა გამარჯვება დაიმსახურეს.

"რამაც ყველაზე მეტად დამამწუხრა ის არის, რომ თურქულ გუნდებთან თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს. მათ წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშე მადრიდის "რეალით", ორჯერ "ჩელსით" და "პორტუთიც", ამიტომ ჩემს ფეხბურთელებს გამოცდილება გავუზიარე. ჩემი გამოცდილება კი ის არის, რომ მათ წინააღმდეგ სახლში თამაში ადვილია, ყოველთვის 2-0, 3-0, 4-0 ანგარიში ფიქსირდება, მაგრამ თურქეთში ჩადიხარ და სრულიად განსხვავებული რამ გხვდება. ასე რომ, მათ ვუთხარი, ამისთვის მზად ყოფილიყვნენ, ადვილ თამაშს არ დალოდებოდნენ, როგორიც "ოლდ ტრაფორდზე" გვქონდა, არამედ სრულიად განსხვავებულს.

ცუდად დავიწყეთ. ვიცი, რომ პრობლემა გვაქვს და მითუმეტეს გასვლაზე, მაგრამ ძალიან რთული ორი ცენტრალური მცველის გარეშე თამაში. ფეხბურთი იწყება მეკარითა და ორი ძლიერი ცენტრალური მცველით, ჩვენ კი ორ მარცხენა მცველს ვათამაშებთ, ასე რომ, ეს დიდი პრობლემაა. მაგრამ... ისინი საათში 100 მილის სიჩქარით თამაშობდნენ, ჩვენ კი ძალიან ნელა. მათ უკვე კარში დარტყმა ჰქონდათ, სწორედ ეს სჭირდებოდათ, მერე მსაჯი საჯარიმო დარტყმის ნებას აძლევს, მას სწრაფად ათამაშებენ, ჩვენ გვძინავს და არ ვრეაგირებთ, შემდეგ ბურთი მეორე მხარესაა, ჩვენ მეორე ბურთის მოგება გვჭირდება, მერე ჩაწოდება ხორციელდება, ჩვენ საჯარიმოში არ ვთამაშობთ და მატჩიც იცვლება.

ამის შემდეგ ისინი თავს ისე გრძნობენ, როგორც უნდათ, დაწინაურდნენ, მატჩს აკონტროლებენ, თავს ბევრი ფეხბურთელით იცავენ, კონტრშეტევაზე მოდიან, რამდენიმე ჯარიმის სიმილირებას ახდენენ, ზეწოლას ახდენენ მსაჯზე, თამაშს აჩერებენ, დროს იგებენ, კონფლიქტის პროვოცირებას ახდენენ, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია, რომ 1-0 დაწინაურების საშუალება მივეცით.

და როცა 1 ბურთით მარცხდები, რეაქცია უნდა გქონდეს და ალბათ შეგვეძლო კიდეც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ, რადგან ჩემთვის ფეხბურთის თამაში პირველივე წამიდან იწყება, "ფენერბჰაჩემ" კი ემოციური თამაში ითამაშა, ფეხბურთი კი ემოციური თამაშია და ეს დაიმსახურეს".


ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Chaxrux
4 ნოემბერი 2016 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Gigzma memgoni 100% it icis manchesters ra chirdeba, iseti shtabechdileba mrcheba ro icis amasac gaagdeben da elodeba... Anu icis ra aris sachiro...
0
№2
ავტორი: stepno
4 ნოემბერი 2016 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კი ჟოზე ეგ მართალია მაგრამ ეხლა განსაკუთრებული ხო ხარ დაა მიდი გამოასწორე აბა სიტუაცია
0
№3
ავტორი: giorgiginturi
4 ნოემბერი 2016 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
კონკრეტულად ამ თამაშში დე ხეას ბრალია ორივე გოლი ამ დონის მეკარემ არუნდა ჭამოს ასეთი ბურთები...
ეს გოლები მესის და რონალდოს არ გაუტანიათ რომ ვთქვათ სასწაულად არტყავენ ეს ვიღაც სირთა ჯოგმა გაგვიტანა და ამხელა დონე რო გაქვს ამხელა სახელი და მანჩესტერის ღირსებას იცავ მეტი რეაგირება და მონდომება უნდა გამოევლინა და არა ისე რომ თითქოს ეტყობოდა რომ ეზარებოდა მოძრაობა და ეკიდა ეს მატჩი.....
გასაგებია რომ ბლინდი და როხო იყვნენ იმ ორი გიგანტის ადგილას და ისე ვერ დაიცავდნენ დევიდს, როგორც ბაიი და სმოლინგი მარა დე ხეას უნდა მეტად ევაჟკაცა......
და თუ ასე ეწერა ამ შეხვედრას ჯობდა რომერო დამდგარი კარში, მე პირადად ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელის მრცხვენია და ბოლოს ყველაზე უძვირფასესმა და უსაყვარლესმა რუნიმ როგორც იქნა სასიამოვნო გოლიც შეაგდო.... მაგის გოლად ღირდა წაგებაც რასვიზავთ wink wink
მთლიანობაში ეკიდათ ეს თამაში და ზოგადად ევროპა ლიგა.....
0
№4
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2016 11:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არასტაბილურია გუნდი. ფეხბურთს მარტო მაშინ ვთამაშობთ როცა მეტოქე მოშლილია, როგორც ლესტერთან იყო და როგორც ფენერბაჰჩესთან ორი პენალტის მერე. გოლს თუ უშვებენ საერთოდ აღარ აქვს აზრი თამაშს. სწრაფი გოლი უნდა გაიტანონ ან გაუვარდეთ და მერე არის რაღაც სანახაობა, ისე სულ ესეტი უსახური თამაშია უმეტესად
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2016 11:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ერთი თამაშს კარგად ითამაშებენ და მერე სულ არეულია გუნდი, ეს უნდა გამოსწორდეს და მე პირადად მორინიოს არ ვადანაშაულებ ყველაფერში, ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ
0
№6
ავტორი: levionok
4 ნოემბერი 2016 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მატჩის პიზიტივი: გამახსენდა რუნი პირველ მსოფლიოზე ყუმბარისებული დარტყმებით,მომეჩვენა რომ წონაც დაგდებული აქვს.მატჩის ნეგატივი: პოგბას ტრამვა,გუნდური თამაშის არ ცოდნა,საჯარიმოსთან მიტანილ ბურთს რა უნდა უყონ არ იციან უბრალოდ ეძებენ ყოველთვის იბრას რომელიც როცა ფორმაშია აკეთებს ყველაფერს ტუმცა ახლა ეს დრო არაა,მოუთმენლად ველოდები ბასტის გამოსვლას ალბათ ჩემს გარდა ბევრი ფიქრობთ რომ ცენტრში გუნდს ფანტაზია აკლია ბასტის კი მოზღვავებული ფანტაზია და თან ახლა თამაზე დამშეულია ვფიქრობ ერთი თამაშიც ეყოფა რომ შნეიდერლინიც დაივიწყონ და ფელაინიც ასეთ დროს ღირს გარისკვად და უნდა გარისკოს და თავის პრინციპს უნდა გადაახტეს მოუ,ყველა ცუდი შედეგი ბასტისთან მიმართებაში მაუს დანაშაულს ნიშნავს
0
№7
ავტორი: dato321dato
4 ნოემბერი 2016 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Dzaan pragmatulad midis yvela tamashi traks ucheren goli armiigon da verc itanen gaazrebuli kombinacia arari shemoqmedebiti fexburti arari da dgevandel fexburtshi poziciurad tamashs didi mnishvneloba aqvs eseni kide verc ixsnebian sakaifod ibram orjer miigo burti win da kacoshvili ariyo axlos aegaa raa dacvidan tamashi da tan fenerbaxchestan risi an visi imedi undda gqondes aset dros?individuali erti marsiali iyi da egec amoagdo moum formidan tavisi trakis tamashit oqros bichuna reshfordic nelnela lingarddeba da itokshi deda etyvneba gunds stabilurad
0
№8
ავტორი: Amiran Kervalishvili
4 ნოემბერი 2016 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
rage
0
№9
ავტორი: crawling
4 ნოემბერი 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
აუ როდის წავა ეს :(
0
№10
ავტორი: tazius
4 ნოემბერი 2016 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ეს ღადაობს??!! რა საფეხბურთო ანალიტიკოსივით ლაპარაკობს... ადექი და საქმე გააკეთე რა!!!! რაც მოხდა და რაც ხდება გუნდში მაგას ჩვენც კარგად ვხედავთ და მატჩის მიმოხილვა სულ არ გვაინტერესებს!!!! რა უბედურებაა... რაღა ვან გაალი და დარაჟოზე!!! ამ შემადგენლობას ესეთ ფეხბურთს (თუ უკეთესს არა) მეც ხო ვათამაშებდი!!!

რაც 3 წელიწადში გუნდმა დახარჯა, ფერგიუსონს არ დაუხარჯავს 28 წლის განმავლობაში. ეს შემადგენლობა რო ყოლოდა ლიგას მოიგებდა ზედიზედ 3-ჯერ. ჟოზე რისთვის ხარ??!! ვინც ფეხს არ ანძრევს და თამაში ეზარება დაახვევინე, ვინც იბრძვის და თამაშის მოგება უნდა დააწინაურე და ათამაშე!!! დავიღალე მუდმივი როტაციით... დაალაგე შემადგენლობა, განსაზღვრე ვინ რისთვის გჭირდება, ვინ გჭირდება საერთოდ ან არ გჭირდება. თუ არ გჭირდება, გაუშვი!!!

მაგრა მკიდია სახელები!!! თუ გინდა ნავალოვსკი იყიდე და ის დააყენე სასტარტოში, მთავარია გუნდმა ფეხბურთის თამაში დაიწყოს!!

აღარ მინდა ვარსკვლავად ნაყიდი დეპაის ტრიპაჩობა მოედანზე. აღარ მინდა საპენსიო ასაკზე გასული ლეგენდის (რუნი) თამაში, თუ ნორმალურად პასის გაკეთება აღარ შეუძლია. აღარ მინდა მოიესის მოთრეული ფელაინი. არ მინდა გაღმერთებული იბრაჰიმოვიჩი თუ დედამიწაზე არ დაეშვება და თავის გასაკეთებელს გააკეთებს. არ მინდა ერთი ტურნირის კარგად თამაშის გამო მოყვანილი როხო, რომელიც სირბილის მეტს არაფერს აკეთებს მოედანზე. ეს დარმიანი საერთოდ სად იპოვეს??!!


facepalm 3d_9 cerealguy cerealguy2 derpwhy areyoukiddingme yuno angry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top