თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2016, 08:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2774,
კომენტარები: 11
ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა
ანტონიო ვალენსიას ტრავმა სერიოზული გამოდგა.
ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა
მანჩესტერულ დერბიში მხრის დაზიანების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ანტონიო ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა.

ეკვადორელი კარგ ფორმაში იმყოფებოდა და მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება გუნდისთვის, ხოლო სანამ მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, მის ადგილს მატეო დარმიანი დაიკავებს.

"ანტონიომ გუშინ ოპერაცია გაიკეთა. მხარში მოტეხილობა აქვს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ერთსა და იმავე ხაზში გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები ბაიის, სმოლინგისა და ვალენსიას სახით. ეს სამი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თითქმის ყოველ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა, ახლა კი სამივე ერთდროულად დავკარგეთ.

მაგრამ ფეხბურთი ასეთია და სხვებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ. დარმიანსა და მარკოს როხოს ვენდობით",
- განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Amazing Redman
30 ოქტომბერი 2016 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
დაცვის ხაზი ლაზარეთით აივსო უკვე ამათთან ჯობნსიც ნუ ჯონსი უკვე აღარ განიხილება ტიპი 2 შეხვედარა თუ ჩატარა მე-3 ში უეველი უნდა გაიტრანვოს უბედური კაცია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top