მანჩესტერულ დერბიში მხრის დაზიანების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ანტონიო ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა.
ეკვადორელი კარგ ფორმაში იმყოფებოდა და მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება გუნდისთვის, ხოლო სანამ მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, მის ადგილს მატეო დარმიანი დაიკავებს.
"ანტონიომ გუშინ ოპერაცია გაიკეთა. მხარში მოტეხილობა აქვს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ერთსა და იმავე ხაზში გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები ბაიის, სმოლინგისა და ვალენსიას სახით. ეს სამი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თითქმის ყოველ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა, ახლა კი სამივე ერთდროულად დავკარგეთ.
მაგრამ ფეხბურთი ასეთია და სხვებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ. დარმიანსა და მარკოს როხოს ვენდობით", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.