თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2016, 17:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2801,
კომენტარები: 12
კონტეს მოწოდება "ჩელსის" გულშემატკივრებს
იტალიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის გულშემატკივარს ჟოზე მოურინიოს თაობაზე მოწოდებით მიმართა.
კონტეს მოწოდება
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის გულშემატკივრებს მოუწოდა, პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩში, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გაიმართება, "წითელი ეშმაკების" სპეციალისტი თბილი დახვედრით მიიღონ.

დეკემბრის შემდეგ, კვირას მოურინიო პირველად ეწვევა "სტემფორდ ბრიჯს" სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში. კონტეს იმედი აქვს, რომ "ლურჯების" ფანები არ დაივიწყებენ, რა გააკეთა მოურინიომ მათთვის და პორტუგალიელს სათანადოდ დახვდებიან.

"როცა სამჯერ იგებ ჩემპიონატს, გულშემატკივართა გულებში იკავებ ადგილს. ეს ნორმალურია. მოურინიო "ჩელსისთვის" მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო. მისდამი უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ. თავისი კარიერის განმავლობაში მან ბევრი რამ მოიგო და მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებს.

კარგი დახვედრის ღირსია. ის, მოთამაშეებთან, კლუბსა და პერსონალთან ერთად კლუბის ისტორიას წერდა. და მხოლოდ სასტარტო სასტვენის შემდეგ უნდა გახდნენ ის და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მტრები - თუმცა, მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით",
- განაცხადა კონტემ.

წყარო: chelseafc.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
22 ოქტომბერი 2016 22:14
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
წაუშლელი კვალი დატოვა მპურინიომ ჩელსის ისტორიაში და ფანებმა კონტეს მოწოდების გარეშეც უნდა სცენ საკადრისი პატივი და კარფი დახვედრა უნდა მოუწყონ.
0
№12
ავტორი: kobinio
23 ოქტომბერი 2016 00:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Kacuur
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top