თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2016, 17:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2801,
კომენტარები: 12
კონტეს მოწოდება "ჩელსის" გულშემატკივრებს
იტალიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის გულშემატკივარს ჟოზე მოურინიოს თაობაზე მოწოდებით მიმართა.
კონტეს მოწოდება
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის გულშემატკივრებს მოუწოდა, პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩში, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გაიმართება, "წითელი ეშმაკების" სპეციალისტი თბილი დახვედრით მიიღონ.

დეკემბრის შემდეგ, კვირას მოურინიო პირველად ეწვევა "სტემფორდ ბრიჯს" სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში. კონტეს იმედი აქვს, რომ "ლურჯების" ფანები არ დაივიწყებენ, რა გააკეთა მოურინიომ მათთვის და პორტუგალიელს სათანადოდ დახვდებიან.

"როცა სამჯერ იგებ ჩემპიონატს, გულშემატკივართა გულებში იკავებ ადგილს. ეს ნორმალურია. მოურინიო "ჩელსისთვის" მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო. მისდამი უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ. თავისი კარიერის განმავლობაში მან ბევრი რამ მოიგო და მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებს.

კარგი დახვედრის ღირსია. ის, მოთამაშეებთან, კლუბსა და პერსონალთან ერთად კლუბის ისტორიას წერდა. და მხოლოდ სასტარტო სასტვენის შემდეგ უნდა გახდნენ ის და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მტრები - თუმცა, მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით",
- განაცხადა კონტემ.

წყარო: chelseafc.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ხვალ რო გამოიძრობ მერე შენ ილაპარაკე თამაშის მერე wink am
1
№2
ავტორი: shotkin
22 ოქტომბერი 2016 17:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაგაზე მოწოდება არუნდაჭირდებოდეთ ფანებს მარა ყველას ხოარეყოლება საუკეთესო გულშემატკივარი love
0
№3
ავტორი: dachi_mu
22 ოქტომბერი 2016 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ar yavs chelsis sheugnebeli fanebi
0
№4
ავტორი: Govermetv
22 ოქტომბერი 2016 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Ar daxvdebian da moxdeba montes samshi DIDI
0
№5
ავტორი: I L C
22 ოქტომბერი 2016 19:42
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დახვედრა კი არა რაც ამას აგინეს ჩელსის ფანებმა ბოლო წელს, ისე ჩვენ არ გვიგინებია ვან გაალისთვის derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: nemanja vidic
22 ოქტომბერი 2016 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ევერტონმა წააგო, არსენალმა ნიჩია ითამაშა სახლში, ხვალ 3 ქულა რო წამოვიგოთ მაგარი იქნება

ტოტენჰემმაც ნიჩია ითამაშა, რა ცუდი ტური იყო გოლები არ გავიდა, 7 თამაშში 10 გოლი, აქედან 4 ლესტერის თამაშში :))
0
№7
ავტორი: Govermetv
22 ოქტომბერი 2016 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Kaia kai mosagebia es tamashi
0
№8
ავტორი: nemanja vidic
22 ოქტომბერი 2016 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ლივერპულს აქვს რთული კალენდარი გავლილი და მე-4 ზეა, მაგრად უბერავენ, არსენალი ტოტენჰემი, ლესტერი, ჩელსი, მანჩესტერი, 11 ქულა დააგროვა ამ თამაშებით, არ წაუგია არავისთან.
0
№9
ავტორი: gela-manutd
22 ოქტომბერი 2016 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა ჩაუდოთ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
22 ოქტომბერი 2016 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამ თამაშში გამოჩნდება რისი პრეტენზია გვაქ ამ სეზონში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top