თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3722,
კომენტარები: 13
"ჩელსიში" დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან "იუნაიტედში" დარჩენა მსურს"
ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რა მიზეზით გააძევეს იგი ლონდინის "ჩელსიდან".
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო "ჩელსიდან" თავისი გაძევების შესახებ კომენტარი გააკეთა.

გასული წლის დეკემბერში ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა, რის შემდეგ ჟოზე დროებით უმუშევარი იყო, მოგვიანებით კი "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში.

სწორედ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რანგში ეწვევა იგი "სტემფორდ ბრიჯს", სადაც თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კი მან განაცხადა, რომ "ჩელსიში" მესამედ დაბრუნებას არ აპირებს, რადგანაც უკვე იპოვა კლუბი, სადაც დიდი ხნით ყოფნა სურს.

"გაძევება - ეს ფეხბურთის ნაწილია. ბევრ საუკეთესო მწვრთნელს განუცდია ეს მომენტი. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი, მაგრამ ეს ყველას შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით თანამედროვე ფეხბურთში. ვფიქრობ, ისეთი კლუბიდან რომ გავეძევებინე ვინმეს, რომელსაც ვერაფერი შევძინე, მძიმე შეგრძნებებით წავიდოდი.

მაგრამ, როცა ისეთი კლუბიდან მიდიხარ, რომელსაც მუშაობის ორ პერიოდშო ტიტულები მოუტანე და გულშემატკივარს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებები აჩუქე, ასეთი შეგრძნებით მიდიხარ: "ჩემი საქმე გავაკეთე".

არა მგონია, უნდოდეთ, მაგრამ რომ სურდეთ კიდეც, ვერ შეძლებდნენ "ჩელსის" ისტორიიდან ჩემს ამოშლას. ისინიც ჩემი ისტორიის ნაწილი არიან. ერთმანეთის მიმართ ცუდად განწყობილნი არ ვართ.

ჩემი გაძევება მფლობელმა გადაწყვიტა - გულშემატკივარს უფლებამოსილება არ აქვს. ისინი ყოველდღე, ყოველ მატჩში მიმტკიცებდნენ, რომ ჩემი შენარჩუნება სურდათ, მაგრამ ასეთ კლუბში გულშემატკივარი არაფერს წყვეტს.

ზოგიერთ კლუბში, განსაკუთრებით ლათინურ ქვეყნებში, კლუბების ფორმატი ისეთია, რომ გულშემატკივრებს ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტზე ნამდვილი გავლენა აქვთ, მაგრამ აქ ასე არ არის, ამიტომ მისტერ აბრამოვიჩმა გამაძევა. მაგრამ ისე წავედი, ერთი ცუდი სიტყვაც კი არ მითქვას კლუბში მყოფ რომელიმე ადამიანზე.

ამის შემდეგ ჩემი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში დარჩენა იყო. და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდი კლუბის მწვრთნელი ვარ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

დავბრუნდები თუ არა "ჩელსიში"? იმედი მაქვს, არა. ჭეშმარიტად. იმიტომ, რომ მინდა "იუნაიტედში" დიდი, დიდი ხნით დავრჩე. ეს, ალბათ, თავისთავად აღნიშნავდა, რომ პრემიერ ლიგაში სხვა კლუბის ძებნა არ მომიწევს, ამიტომაც მაქვს ამის იმედი",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: the sun
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
22 ოქტომბერი 2016 22:12
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ჩემი აზრით მოურინიო ჩელსის არსებობის ისტორიაში საუკეთესო მწვერთნელია, ძალაინა ბევრი გააკეთა მოურინიომ ჩელსისათვის. მართალია ჩელსიდან ბევრი ჩელსისთვის დასანანი ფეხბურთელი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგიც აქვს გაკეთებეული და ჩელსის ფენებმა წესით კარგი დახვედრა უნდა მოუწყონ ჟოზეს.
0
№12
ავტორი: MANUTD FAN.
23 ოქტომბერი 2016 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
აბრამოვიჩმა არ დააფასა ეს ადამიანი არ იყო ნაღდად ჩელსიდან გასაშვები (არა ძალიან კარგი რო გაუშვა ისევ ჩვენთვის მარა მაინც) ბევრი ტიტული მოუტანა მოუმ ჩელსის. ერთი ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო თორე დალშე ყველაფერი დიდი იმედი მაქვს რომ მანჩესტერთან ერთადაც მოიგებს ბევრ ტიტულს ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. დიდი იმედი მაქვს მოუსი და იმედია რომ დიდხანს იქნება რაღა თქმა უნდა წარმატებით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№13
ავტორი: stepno
23 ოქტომბერი 2016 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რატომღაც მგონია რო საოცრებებს ჩაიდენს დღეს მანუუ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top