თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2016, 19:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2604,
კომენტარები: 17
მოურინიო: "დაბრუნებისთვის მზად ვარ"
მოურინიო მომდევნო მატჩს არ უფრთხის.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "ჩელსის" მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

53 წლის სპეციალისტი "ლურჯების" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რამეთუ მან ორჯერ მიიყვანა გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონობამდე, სამჯერ კი ლიგის თასი და ინგლისის თასი მოაგებინა.

მოურინიოს მეორედ მისვლა "ჩელსიში" 2015/16 წლების სეზონის შუალედში გაძევებით დასრულდა, როცა მისი გუნდი ტიტულის დაცვას ცდილობდა, ივნისში კი პორტუგალიელი "იუნაიტედმა" გადაიბირა.

სწორედ "იუნაიტედი" და "ჩელსი" შეხვდებიან ერთმანეთს კვირას პრემიერ ლიგის მატჩში. "ფენერბაჰჩესთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟოზემ მომდევნო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მათი სეზონის სტარტის ანალიზირებას არ ვაპირებ, მაგრამ როცა უყურებ სატურნირო ცხრილს და ხედავ, რომ შუა პოზიცია უკავიათ, ცუდი არ არის. ვიცოდი, რომ ინგლისში მუშაობისას, პრემიერ ლიგაში დარჩენით ადრე თუ გვიან "ჩელსის" შევხვდებოდი და თანაც შევხვდებოდი "სტემფორდ ბრიჯზე". კომპიუტერმა გადაწყვიტა, რომ ეს ახლა უნდა მოხდეს, ჰოდა, მოხდეს", - აცხადებს "იუნაიტედის" მწვრთნელი.

"ჩელსიდან" პირველად წასვლის შემდეგ, მოურინიო დასავლეთ ლონდონში მილანის "ინტერით" დაბრუნდა და მაშინდელი მატჩის წინ თქვა, რომ "ბრიჯზე ყოველთვის იღბლიანია". როცა ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი ამ შემთხვევაში, "იუნაიტედის" მწვრთნელმა განმარტა, თუ რატომ აღარ არის ვარგისი მისი კომენტარი.

"როცა იქ "ინტერით" ვითამაშე, "სტემფორდ ბრიჯზე" არცერთი მატჩი არ მქონდა წაგებული, რადგან ეს დაუმარცხებელი საშინაო რეკორდი მე მეკუთვნოდა. ახლა უკვე წაგებული მაქვს "ბრიჯზე" რამდენიმე შეხვედრა. წინა სეზონში ორი თუ სამი მატჩი წავაგე, ასე რომ, ამ სიტყვებს ვეღარ გამოვიყენებ. ახლა, იქ წაგებული მაქვს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
22 ოქტომბერი 2016 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა მოიგო მაუ
0
№12
ავტორი: tupaca
22 ოქტომბერი 2016 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: makaveli
shecdomaa.. moum 2-ze metjer moigo chelsit premierliga da gaascoret .. zustad ramdenjer aqvs mogebuli mec mainteresevs da vinc icit mipasuxet ra

სამჯერ აქვს მოგებული, პირველად რო მივიდა ორჯერ მოიგო ზედიზედ და მეორედ რო დაბრუნდა კიდევ ერთხელ
0
№13
ავტორი: Curry
22 ოქტომბერი 2016 02:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ბიჭებო ბისაც გინდათ საქართველოს LIVE STREAM ხვალ SILK HD3 ჩავრთავ იუთუბეზე და შემომიერთდით am ბმული --->Youtube
0
№14
ავტორი: levionok
22 ოქტომბერი 2016 08:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
დიდი ხანია ამ თამაზე ფიქრობ და მოგივიდა დრო და 3 ქულას ველოდები აუცილებლად და მჯერა არა მარტო სურვილია საფუძველი იმია რომ სამ ქულას წამოვიღებთ დიდია

ციტატა: - DAB -
ციტატა: manuchari
ყველამ ნახა რუნიმ როგორ ითამაშა ფენერთან ახლა იბრას სკამზე ჯდომის დროა ცოტა აზრზე რომ მოვიდეს მოვიდა სასტავი მიცეს და ვსიო ეგონა ყველაფერი მორჩაო მაგრამ ვერ მივართვიო ბოსმა ასე განაცხადა და სკამზე დასვა და რუნიმ მის ჩვეულ პოზიციაზე მშვენივრად ითამაშა პენალი პოგბას დაუთმო მიუხედავად იმისა რომ ეს გოლი მის კრიტიკოსებ გააჩუმებდა მაგრამ მომავალზე უფრო იფიქრა და პოგბას აჩუქა ეს შანსი ეს მის ადამიამობაზე გუნდურობაზე და ლიდერობაზე უსვამს ხაზ ანუ რუნი ემიუს ყველა კუთხით ლეგენდა არის და ეს ყველამ გაითავისოს უნდა

მართალი ხარ რუნი "ფენერბაჰჩესთან" მართლაც რომ შესანისნავად ითამაშა განსაკუთრებით პირველი ტაიმი, 1-2 ჩაჭრა გენიალურად შეასრულა რამაც პუბლიკის ტაში ღირსეულად დაიმსახურა

+100
0
№15
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2016 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Arcert variantshi ar unda wavagot joze ❤️
0
№16
ავტორი: levionok
22 ოქტომბერი 2016 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: გიორგი
საინტერესოა ისე რუნის თუ დააყენებს სასტარტოში. მატამ ძალიან კარგი თამაში დადო და არ მგონია იმსახურებდეს სკამზე დომას. ასევე ლინგარდსაც სასტარტოზე ექნება პრეტენზია, იქით მარსიალი და რეშფორდი. მოკლედ საფიქრალი ნამდვილად აქვს

უნდოდა კონკურენციაა და მიიღო ახლა იხოცონ თავები და მოხვდნენ სასტავში
0
№17
ავტორი: Govermetv
22 ოქტომბერი 2016 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Maustvis chelstan mogeba aucilebelia da es bijebmac da dainaxon ba ufro aqtiurad unda itamashon
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top