მოურინიო მომდევნო მატჩს არ უფრთხის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "ჩელსის" მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.
53 წლის სპეციალისტი "ლურჯების" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რამეთუ მან ორჯერ მიიყვანა გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონობამდე, სამჯერ კი ლიგის თასი და ინგლისის თასი მოაგებინა.
მოურინიოს მეორედ მისვლა "ჩელსიში" 2015/16 წლების სეზონის შუალედში გაძევებით დასრულდა, როცა მისი გუნდი ტიტულის დაცვას ცდილობდა, ივნისში კი პორტუგალიელი "იუნაიტედმა" გადაიბირა.
სწორედ "იუნაიტედი" და "ჩელსი" შეხვდებიან ერთმანეთს კვირას პრემიერ ლიგის მატჩში. "ფენერბაჰჩესთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟოზემ მომდევნო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მათი სეზონის სტარტის ანალიზირებას არ ვაპირებ, მაგრამ როცა უყურებ სატურნირო ცხრილს და ხედავ, რომ შუა პოზიცია უკავიათ, ცუდი არ არის. ვიცოდი, რომ ინგლისში მუშაობისას, პრემიერ ლიგაში დარჩენით ადრე თუ გვიან "ჩელსის" შევხვდებოდი და თანაც შევხვდებოდი "სტემფორდ ბრიჯზე". კომპიუტერმა გადაწყვიტა, რომ ეს ახლა უნდა მოხდეს, ჰოდა, მოხდეს", - აცხადებს "იუნაიტედის" მწვრთნელი.
"ჩელსიდან" პირველად წასვლის შემდეგ, მოურინიო დასავლეთ ლონდონში მილანის "ინტერით" დაბრუნდა და მაშინდელი მატჩის წინ თქვა, რომ "ბრიჯზე ყოველთვის იღბლიანია". როცა ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი ამ შემთხვევაში, "იუნაიტედის" მწვრთნელმა განმარტა, თუ რატომ აღარ არის ვარგისი მისი კომენტარი.
"როცა იქ "ინტერით" ვითამაშე, "სტემფორდ ბრიჯზე" არცერთი მატჩი არ მქონდა წაგებული, რადგან ეს დაუმარცხებელი საშინაო რეკორდი მე მეკუთვნოდა. ახლა უკვე წაგებული მაქვს "ბრიჯზე" რამდენიმე შეხვედრა. წინა სეზონში ორი თუ სამი მატჩი წავაგე, ასე რომ, ამ სიტყვებს ვეღარ გამოვიყენებ. ახლა, იქ წაგებული მაქვს".წყარო:
manutd.com