თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2016, 13:52
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3302,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფენერბაჰჩე" 4-1
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
გუშინ ევროპის ლიგის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. "ოლდ ტრაფორდზე" ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფენერბაჰჩე" მიიღო და 4-1 გაანადგურა მეტოქე.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები დასაწყისშივე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, მაიკლ კერიკის ბრწყინვალე პასის შემდეგ მატა მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა და თერთმეტრიანის მოპოვება შეძლო, რომელიც პოგბამ გოლად აქცია. ზუსტად 3 წუთში მარსიალის წაქცევისთვის თურქების კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. ტაიმის ბოლო წუთზე "წითელმა ესმაკებმა" სხვაობა 3-მდე გაზარდეს. პოგბას გასროლას სტუმართა მეკარემ ვერაფერი დაუპირისპირა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე მოახერხეს კიდევ ერთი გოლის გატანა, ამჯერად თავი ლინგარდმა გამოიჩინა, რომელმაც ანგარიში გამანადგურებელი გახადა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, ვან პერსიმ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება გოლით აღნიშნა.

შემადგენლობა: დე ხეა; დარმიანი, სმოლინგი (როხო 45), ბაიი, შოუ; კერიკი, პოგბა (ფოსუ-მენსა 75); მატა, რუნი, ლინგარდი (დეპაი 66); მარსიალი.

გამოუყენებელი ცვლილებები: რომერო, ფელაინი, იბრაჰიმოვიჩი, რეშფორდი.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Govermetv
21 ოქტომბერი 2016 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Exla mxolod chelsze unda vifiqrot.Iimedia mou rame sensacias ar gaketebs da ar gagvaocebs lingardi imsaxurebs sarshan ro etqvat depay girchevnia tu lingardio 100000000000000%depay Mara meti ra unda qnas lingardma ro tavi mogvawonos droa is gaxdes rooni da amashi dametanxmebit misi tamashi adrindel 8 ians maxsenebs sg sg jesi mevasebi. Xolo pogba amtkicebs ro masshi 120 ki ara 200 milioni ro yofiliyo sajiro unda gadaexadat
0
№12
ავტორი: stepno
21 ოქტომბერი 2016 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბა ლინგარდ love
0
№13
29 ოქტომბერი 2016 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
www.free-bet.ge ტოტალიზატორი, რომელში თამაშის დროსაც თქვენ ფულს არ წააგებთ საკმაოდ საინტერესოა. არ გჯერა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და თან დასაკარგიც არაფერი გაქვთ... დაიწყე ონლაინ ტოტალიზატორის თამაში, განთავსე დგეში მინიმუმ 5 საფეხბურთო მატჩის ბილეთ მოგების შემთხვევაში დაგერიცხებათ 5 ლარი...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top