თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2569,
კომენტარები: 11
ფერდინანდი: "გუნდების დონე გათანაბრდა"
ფერდინანდი "ლივერპულით" აღფრთოვანებულია.
ფერდინანდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი გამოტყდა, რომ "ლივერპულით" აღფრთოვანებულია და მიაჩნია, რომ "იუნაიტედისა" და "მერსეისაიდელთა" დაპირისპირება მრავალი წლის განმავლობაში პირველად შედგება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში.

დღეს "წითელი ეშმაკები" "ენფილდზე" მასპინძელ გუნდს დაუპირისპირდებიან და ისტორიულ დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან, თუმცა ფერდინანდს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

"მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ კლოპის "ლივერპული" ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. კლოპმა გუნდს ნათელი ინდივიდუალურობა შემატა და მომდევნო მატჩში დაინახავთ, რომ "ლივერპული" - როგორც ყოველთვის ხდება კლოპის დროს - ენერგიული იქნება და კოლექტიურ თამაშს ითამაშებს.

"ლივერპულისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირება უდიდეს მნიშვნელობის მქონეა და ის ფაქტი, რომ გუნდების დონე ახლა უფრო თანაბარია, ვიდრე ჩემს დროს იყო, გრადუსს კიდევ უფრო ზრდის",
- განაცხადა ფერდინანდმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
18 ოქტომბერი 2016 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ციტატა: dybbuk
ციტატა: SAF
მთელი უბედურება ისაა რომ დონეები იმიტომ გათანაბრდა რომ ლუზერები კი არ გაძლიერდნენ ჩვენ დავსუსტდით და ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდად ვიქეცით... areyoukiddingme

ის მომენტი ნამდვილად არის რო მანჩესტერი ვერ აჩვენებს იმ შედეგს რასაც მისგან ყველა მიჩვეულია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რო პრემიერლიგა ყველაზე კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, სატელევიზიო შემოსავლებმა იმხელა ბიუჯეტები შექმნა ჩვეულებრივი გუნდებისთვის რო ისინი თამამად ყიდულობენ კარგ მოთამაშეებს სხვა ქვეყნების წამყვანი გუნდებიდან, ეს ფაქტორი კიდე რა თქმა უნდა ცხრილზეც აისახება უკვე. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას უნდა ითქვას რო ლივერი ბევრად უფრო კარგ ფორმაშია და ძაან სანახაობრინ ფეხბურთს თამაშობს, გაგვიჭირდება ენფილდზე თუ მოუმ რამე განსაკუთრებული არ მოიფიქრა



ეგ ყველაფერი გასაგებია მაგრამ ამ ზემოხსენებულ პირობებს მნიშვნელობა აღარ ექნებოდა ფერგი რომ იყოს ისევ მწვრთნელი................. ეს მოცემულობები საბაბებს ემსგავსება....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top