"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი გამოტყდა, რომ "ლივერპულით" აღფრთოვანებულია და მიაჩნია, რომ "იუნაიტედისა" და "მერსეისაიდელთა" დაპირისპირება მრავალი წლის განმავლობაში პირველად შედგება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში.
დღეს "წითელი ეშმაკები" "ენფილდზე" მასპინძელ გუნდს დაუპირისპირდებიან და ისტორიულ დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან, თუმცა ფერდინანდს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
"მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ კლოპის "ლივერპული" ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. კლოპმა გუნდს ნათელი ინდივიდუალურობა შემატა და მომდევნო მატჩში დაინახავთ, რომ "ლივერპული" - როგორც ყოველთვის ხდება კლოპის დროს - ენერგიული იქნება და კოლექტიურ თამაშს ითამაშებს.
"ლივერპულისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირება უდიდეს მნიშვნელობის მქონეა და ის ფაქტი, რომ გუნდების დონე ახლა უფრო თანაბარია, ვიდრე ჩემს დროს იყო, გრადუსს კიდევ უფრო ზრდის", - განაცხადა ფერდინანდმა.