რაიან გიგზი აღნიშნავს, რომ ჯესი ლინგარდის გაწვრთნა მისთვის "კოშმარი" იყო 10 წლის ასაკში გამოვლენილი უდიდესი შესაძლებლობების გამო.
23 წლის ფეხბურთელმა "უემბლიზე" ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებულ მატჩში გაიბრწყინა და "სამ ლომთა" მთავარმა მწვრთნელმა მის თამაშს საოცარი უწოდა.
"იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა წარმატების 12 თვეში ლუი ვან გაალის გუნდში დაიმკვიდრა თავი, ინგლისის თასზე გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ მატჩში ინგლისის სუპერთასზე გუნდის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
ITV-ს ექსპერტი გიგზი "უემბლიზე" გამართული შეხვედრის შემდეგ ლინგარდთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო და გაიხსენა, თუ რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ჯესი ბავშვობაში.
"რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ენერგიას გმატებს, გოლებს გაიტანს, გუნდურად თამაშობს, მაგრამ ახლა, 23 წლის ასაკში სხვა დონეზე უნდა გადავიდეს.
როცა 10 წლის იყო, ვწვრთნიდი და მაშინ ჩემი მიზანი A კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად 10 ნომერის გაწვრთნა იყო. ლინგარდთან მუშაობა კოშმარი იყო, რადგან ყველაფერს კარგად აკეთებდა", - განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა.