თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2016, 15:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2988,
კომენტარები: 17
გიგზი: "ლინგარდის გაწვრთნა "კოშმარი" იყო"
რაიან გიგზი "იუნაიტედის" ვინგერთან მუშაობის პერიოდს იხსენებს.
გიგზი:
რაიან გიგზი აღნიშნავს, რომ ჯესი ლინგარდის გაწვრთნა მისთვის "კოშმარი" იყო 10 წლის ასაკში გამოვლენილი უდიდესი შესაძლებლობების გამო.

23 წლის ფეხბურთელმა "უემბლიზე" ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებულ მატჩში გაიბრწყინა და "სამ ლომთა" მთავარმა მწვრთნელმა მის თამაშს საოცარი უწოდა.

"იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა წარმატების 12 თვეში ლუი ვან გაალის გუნდში დაიმკვიდრა თავი, ინგლისის თასზე გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ მატჩში ინგლისის სუპერთასზე გუნდის გამარჯვებას შეუწყო ხელი.


ITV-ს ექსპერტი გიგზი "უემბლიზე" გამართული შეხვედრის შემდეგ ლინგარდთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო და გაიხსენა, თუ რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ჯესი ბავშვობაში.

"რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ენერგიას გმატებს, გოლებს გაიტანს, გუნდურად თამაშობს, მაგრამ ახლა, 23 წლის ასაკში სხვა დონეზე უნდა გადავიდეს.

როცა 10 წლის იყო, ვწვრთნიდი და მაშინ ჩემი მიზანი A კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად 10 ნომერის გაწვრთნა იყო. ლინგარდთან მუშაობა კოშმარი იყო, რადგან ყველაფერს კარგად აკეთებდა",
- განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
10 ოქტომბერი 2016 15:35
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რაღაცნაირი ფეხბურთელია ვერ დავუმღამე და რა ვქნა, შეუძლია ერთ მომენტში სასწაულად ითამასოს და შემდეგ დაგღუპოს, არასტაბილურია ძალიან.
1
№2
ავტორი: MEMPHIS 7
10 ოქტომბერი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არვიცი პროგრესი არის ვნახოთ რა იქნება
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 ოქტომბერი 2016 16:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა რატო არ გამოსდის ყველაფერი? derpwhy
0
№4
ავტორი: t123123
10 ოქტომბერი 2016 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მე მჯერა ჯაესის

manunited
0
№5
ავტორი: shotkin
10 ოქტომბერი 2016 16:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ლინგარდის სტილი ვერ გავიგე , ჯერ ალბატ ჩამოყალიბებული სტილი არაქვს პროცესსია მარა ზოგადად ცუდი არმეთქმის უბრალოდ მაგ პოზიციაზე სასტარტოში ბევრად მაღალი დონის და უფრო დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი უნდა იდგეს იმიტორო ეს მანჩესტერია.
0
№6
ავტორი: LASHQARA
10 ოქტომბერი 2016 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
წელს რო ცუდი არაა ფაქტია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს love am
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 ოქტომბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Legend Sir Alex
რაღაცნაირი ფეხბურთელია ვერ დავუმღამე და რა ვქნა, შეუძლია ერთ მომენტში სასწაულად ითამასოს და შემდეგ დაგღუპოს, არასტაბილურია ძალიან.


გეთანხმები ძაან არასტაბილურია
0
№8
ავტორი: Amiran Kervalishvili
10 ოქტომბერი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ჯესი მაგარი სწრაფი ფეხბურთელია რომელიც გუნდს აუცილებლად სჭირდება, ჩვენი ტაქტიკა უნდა იყოს აგებული სისწრაფეზე სწორედ ამიტომ ძირითადში არც რუნი უნდა იყოს და არც ფელაინი.
ვფიქრობ ამის იდეალური ტაქტიკა იქნება თავდასხმაში ან ნახევარდაცვაში ეგ უკვე მწვრთელის გადასაწყვეტია სად გამოიყენებს მთავარია უთამაშებელი არ იყოს თორე მაგრად გაფუჭდება.
0
№9
ავტორი: ALEXI END POGBA
10 ოქტომბერი 2016 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Kaia swrafia da vnaxot Ra's izams
0
№10
ავტორი: I L C
10 ოქტომბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაინც მგონია რომ არარის ეს ის ფეხბურთელი რომელსაც შეიძლება ფლანგი ანდოს მანჩესტერმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top