თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2016, 18:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 15
საუთგეითი რუნის კრიტიკოსებს პასუხობს
ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელის განცხადება.
საუთგეითი რუნის კრიტიკოსებს პასუხობს
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გარეთ საუთგეითმა გააკრიტიკა გულშემატკივრები, რომელთაც მალტასთან მატჩში რუნის სათადარიგოთა სკამზე დაყენება სურდათ.

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შეადგენლობაში რუნი ვეღარ ხვდება, ნაკრების მატჩი მან პირველივე წუთებიდან დაიწყო. პასუხად, "უემბლიზე" შეკრებილი გულშემატკივრები 30 წლის ფეხბურთელს უსტვენდნენ.

2:0 მოგებული მატჩის შემდეგ საუთგეითმა გულშემატკივართა ასეთი ქმედების გამო უკმაყოფილება გამოხატა. მისი აზრით, სტვენა "სამ ლომთა" საუკეთესო ბომბარდირს ნამდვილად არ დაეხმარება ფორმის დაბრუნებაში.

"რუნისადმი მიმართული კრიტიკა უსამართლოა. თავისი ქვეყნის ნაკრებში სიამაყით თამაშობს, კაპიტნის სამკლაურს ამაყად ატარებს.

წარსულს ვიხსენებ და ტერის, ლამპარდისა და ეშლი კოულის მაგალითი მაგონდება. მათაც ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ გუნდის გამო თავს სწირავდნენ. ბევრი არ იქცეოდა ასე და ნაკრებს ტოვებდა.

ამ ბიჭებს თავგამოდებით სურდათ ინგლისის ნაკრებში თამაში. რუნიც მათ შორისაა. მის მიმართ სტვენას ვერ ვიგებ, ვერ ვხვდები, ეს როგორ დაეხმარება",
- განაცხადა საუთგეითმა.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
9 ოქტომბერი 2016 23:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს და კაპიტანს არ უნდა დაუატვინო თამაის დროს
0
№12
ავტორი: Amiran Kervalishvili
10 ოქტომბერი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ის რუნი ძველი რუნი აღარ არის მაგრამ ზამენისთვის არ მემეტება, ვალდესივით მიდლსბროში რო გადავიდეს კარგი იქნება.
2006/07 კამანდა

manunited manunited manunited
0
№13
ავტორი: PaLoMo
10 ოქტომბერი 2016 10:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Pოგბა ჰერერა როონყ საყრდენებად იდეალური იქნებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: kobinio
10 ოქტომბერი 2016 23:56
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sheva zamtris sezonamde pormashi
0
№15
ავტორი: Amazing Redman
12 ოქტომბერი 2016 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
რუნის იმდენი კაი რამ აქ ინგლისისთვის და ინგლისელი გულშემატკივრისთვის მაგის ნახევარ გააკეთოს ახალმა თაობამ და მერე უშტვინონ ვისაც უნდათ. უბრალოდ ძაან სირცხვილია როდესაც თავიანთი ნაკრების ლეგენდას და კაპიტანს უშტვენ ძაან მდაბოოობაა. რუნის დონემდე მივიდეს ახალი თაობა რომელიმე და მერე აკრიტიკონ, უსამართლობა ნამდვილად. ყველაფერს რო ტავი დავანებოთ უკვე ასაკიც დაეტყო და ეს გასაკვირი არც არის 30 წელი პათარა ის რუნი აღარ არი და ამისგამო არ უნდა აკრიტიკონ, ყველაე გამოცდილია ინგლისი ნაკრებში და ესეთ ქმედებას მათგან არუნდა იღებდეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top