თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2016, 16:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3201,
კომენტარები: 14
რედნაპის რჩევა რუნის
ჰარი რედნაპი უეინ რუნის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
რედნაპის რჩევა რუნის
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი ჰარი რედნაპი უეინ რუნის პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლას ურჩევს.

სეზონის არადამეჯრებლად დაწყება და "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა 30 წლის რუნის პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს.

რედნაპს იმედი აქვს, რომ რუნი მოახერხებს "წითელ ეშმაკებში" კარიერის რეაბილიტირებას, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს არ გამოუვა, სხვა კლუბში გადასვლას ურჩევს - მაგალითად, "ჩელსიში", ან "არსენალში".

"მისი სათამაშო ფორმა უკეთესის სურვილს ტოვებს და იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდზე" თავისი თამაშის აღდგენას შეძლებს, მაგრამ თუ ვერა, დეკორაციის გამოცვლა წაადგებოდა.

რა თქმა უნდა, უეინთან მიმართებაში სულ სხვა დონესთან გვაქვს საქმე, მაგრამ პოლ მერსონის მოსვლამ ჩემი "პორტსმუთი" გარდაქმნა. 2002 წელს მოვიდა, ბიჭები მას აღმერთებდნენ, კარგი ფეხბურთელი იყო და მისი ხასიათისთვის ახალ გამოცდილებად იქცა.

ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთი რამ მხოლოდ სარგებლობას სძენს და იქნებ უეინსაც ახალი გამოწვევა სჭირდება.

რამდენიმე სეზონისთვის პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბს ძალიან გამოადგებოდა. "იუნაიტედმა" რომ გაუშვას, ტოპ-ოთხეულის გუნდს გააძლიერებდა.

მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, უეინს "არსენალში" ან "ჩელსიში" გადავიყვანდი, რათა 9-ანის ან 10-ანის პოზიციაზე ეთამაშა - ნახევარდაცვა მისი საქმე არ არის",
- დაწერა რედნაპმა თავის გრაფაში.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Since 1878
7 ოქტომბერი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ისე ამ ბოლო პერიოდში ყველა "ემიუზე" რატო საუბრობს ?

ისე ამ ბოლო პერიოდში ყველა "ემიუზე" რატო საუბრობს ?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ You Can Write History...
№12
ავტორი: LASHQARA
8 ოქტომბერი 2016 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
შეე ყ-ლ-ეოო მანჩესტერიდან რუნი არსენალში გადავა ან ჩელსიშიი შიგ არ ააქ ეხლა ამ შუშუუს wink am რა ამბავი ატეხეთ უ-მტ-ყვნ-ელესი კაცია და ვაბშე მანჩესტერის მთელ უფროს-უმცროსობას შე-ვე-ცი რუნის თუ ვერ დაუფასეს მისი ამაგი... ააქ ჯერ ამ კაცს რესურსი რომ ითამაშოს მინიმუმ 3-4 წელი love დაიღალა კაცი უბრალოდ და დაისვენებს გამოცოცხლდება, ხვდებით რამხელა დატვირთვა აქ რუნის სულ მასზე იყო მანჩესტერი აწყობილი და რამდენი წელია პრემიერლიგაშია, ესე შორიდაN ადვილია ბაზარი am
2
№13
ავტორი: kantona-7
8 ოქტომბერი 2016 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
შრეკი არსად არწავა არარსებობს love love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: Legend Sir Alex
8 ოქტომბერი 2016 09:45
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ყოველთვის მაქვს იმედი, რომ უეინი კვლავ ათამაშდება და დაძლევს რთულ პერიოდს. უეინი სხვა კლუბის მაისურით განსაკუთრებით პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდის მაისურით ვერ წარმომიდგენია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top