თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2016, 16:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3201,
კომენტარები: 14
რედნაპის რჩევა რუნის
ჰარი რედნაპი უეინ რუნის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
რედნაპის რჩევა რუნის
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი ჰარი რედნაპი უეინ რუნის პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლას ურჩევს.

სეზონის არადამეჯრებლად დაწყება და "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა 30 წლის რუნის პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს.

რედნაპს იმედი აქვს, რომ რუნი მოახერხებს "წითელ ეშმაკებში" კარიერის რეაბილიტირებას, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს არ გამოუვა, სხვა კლუბში გადასვლას ურჩევს - მაგალითად, "ჩელსიში", ან "არსენალში".

"მისი სათამაშო ფორმა უკეთესის სურვილს ტოვებს და იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდზე" თავისი თამაშის აღდგენას შეძლებს, მაგრამ თუ ვერა, დეკორაციის გამოცვლა წაადგებოდა.

რა თქმა უნდა, უეინთან მიმართებაში სულ სხვა დონესთან გვაქვს საქმე, მაგრამ პოლ მერსონის მოსვლამ ჩემი "პორტსმუთი" გარდაქმნა. 2002 წელს მოვიდა, ბიჭები მას აღმერთებდნენ, კარგი ფეხბურთელი იყო და მისი ხასიათისთვის ახალ გამოცდილებად იქცა.

ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთი რამ მხოლოდ სარგებლობას სძენს და იქნებ უეინსაც ახალი გამოწვევა სჭირდება.

რამდენიმე სეზონისთვის პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბს ძალიან გამოადგებოდა. "იუნაიტედმა" რომ გაუშვას, ტოპ-ოთხეულის გუნდს გააძლიერებდა.

მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, უეინს "არსენალში" ან "ჩელსიში" გადავიყვანდი, რათა 9-ანის ან 10-ანის პოზიციაზე ეთამაშა - ნახევარდაცვა მისი საქმე არ არის",
- დაწერა რედნაპმა თავის გრაფაში.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
7 ოქტომბერი 2016 16:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტიპს ჩემზე დიდი ღიპი ადევს რა უნდა ამას ეხლა მანჩესტერის ძირითადში
0
№2
ავტორი: nika_nikusha
7 ოქტომბერი 2016 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
აბა ამას ასხიაა თუ ასხია
0
№3
ავტორი: dybbuk
7 ოქტომბერი 2016 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ხდება ხოლმე ფეხბურთში ესეთი რაღაცეები უბრალოდ დიდ იმედს ვიტოვებ რო ტორესი არ დაემართება, საშინელი რეგრესი აქვს ტიპს, მაგრამ ჩელსიში და არსენალში გადამსვლელი ეგ არაა, თუ წავა ალბათ უფრო მლს-ში
1
№4
ავტორი: ikeoni
7 ოქტომბერი 2016 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Auf shen ra magari dodo xar)))))
0
№5
ავტორი: GeorgeBest
7 ოქტომბერი 2016 17:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის სკამზე დასმის მომხრე მეც ვიყავი და ვარ მარა გაშვება მგონი ჯერ ძაან ადრეა. მითუმეტეს თუ წავა პრემიერ ლიგაში არ დარჩება
0
№6
ავტორი: stepno
7 ოქტომბერი 2016 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოთ აბა თუ გამოცოცხლდება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 ოქტომბერი 2016 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ოდესმე სხვა პრემიერ ლიგის გუნდში ითამაშოს
0
№8
ავტორი: snatch77
7 ოქტომბერი 2016 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ბარკლიში გავცვალოთ foreveralonehappy
0
№9
ავტორი: crawling
7 ოქტომბერი 2016 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
რას ერჩიან რუნის :))
0
№10
ავტორი: K1llsw1tch
7 ოქტომბერი 2016 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
Wazza tu wava sadme es marto evertoni iqneba da isic 33-35 wlis ro iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top