თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 13:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2986,
კომენტარები: 12
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა
ჟოზე მოურინიო მორიგ უკმაყოფილებას გამოხატავს.
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯების კრიტიკას აგრძელებს. ამჯერად პორტუგალიელის სამიზნე სტიუარტ ატველი, ლიგის თასის მატჩის მსაჯი გახდა.

გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" საკმაოდ რთულ ბრძოლაში დაამარცხეს პირველი ლიგის წარმომადგენელები "ნორთჰემპტონ თაუნი". 3:1 გამარჯვებამ "იუნაიტედი" არა მარტო მომდევნო რაუნდში გაიყვანა, არამედ სამმატჩიანი წაგებათა სერიაც დაასრულებინა.

მიუხედავად ამისა, მოურინიომ კვლავ იპოვა მსაჯების გაკრიტიკების მიზეზი, როგორც ეს გასულ კვირებში გააკეთა. პორტუგალიელის სიტყვებით, მისი გუნდი მოედანზე რიცხობრივ უპირატესობაში ჯერ კიდევ მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა ყოფილიყო.

"როგორც ველოდი, გაგვიჭირდა, მაგრამ მატჩის პირველ და ბოლო 35 წუთში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

მეორე მხრივ, ყველაფერი შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო კიდეც ჩვენთვის გაცილებით იოლად. ჩვეულებრივ გუნდი უფრო იოლად თამაშობს კაცნაკლული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მათ კი გაძევება მეორე ტაიმის დასაწყისში დაიმსახურეს.

დიახ, ჯობია მსაჯებზე ლაპარაკი შევწყვიტო და ამის თაობაზე თქვენს აზრს დაველოდო. მაგრამ მემფის დეპაიზე ძალიან სახიფათო ჯარიმა აიღეს. შეიძლებოდა მას სერიოზული ტრავმაც კი მიეღო",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
22 სექტემბერი 2016 18:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: REDmonday
არაფერს არ ვერჩი ამ რუნის მაგრამ აშკარაა რო ძალიან ცუდად და გაუაზრებლად თამაშობს. და პირველ რიგში მაგით უნდა იყოს უკმაყოფილო იმიტომ რომ ძირითად შემადგენლობაში დგას.

რამდენიმე გაუაზრებელი გადაცემაა გააკეთა სადაც შეეძლო უკეთესი ვარიანტი აერჩია, ზუსტად ეგ არის კლასი რაც მანჩესტერს სჭირდება შეტევის გოლით დასასრულებლად. რის ნაკლებობასაც უკვე რუნი განიცდის.

მაგალითად აქ: იმის მაგივრად რომ საჯარიმოში ღრმად შევიდეს 1 მცველს გაცდეს და უფრო მწვავე სიტუაცია შექმნას, სადაც 3 კაცი შემორბის და რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, ამის მაგივრად კარს უკან ძალიან უაზრო ჩაწოდებას აკეთებს თუ ამას ჩაწოდება ქვია და ვფიქრობ რომ ამ სიტუაციაში ჩაწოდება სრულიად უადგილოა

აქ კიდევ დაახლოებით იგივე სიტუაცია, სადაც შეუძლია 1 მცველი მოატყუოს მითუმეტეს რომ მცველი ინერციით უკვე წინ არის წასული და გაჩერებისსთვის დროს დაკარგავს, ერთი მოძრაობით ბურთი უკან წამოიღოს და საჯარიმოში ისევ ღრმად შევიდეს შუიდან, ამის მაგივრად ისევ უადგილო და უმისამართო გადაცემას აკეთებს სადაც არც არავინ არ არის და მცველები ითამაშებენ მაგ ბურთზე და მაგ გადაცემასაც ვერ აკეთებს და ბურთი კუთხურზე გადადის.


სხვა მომენტებიც იყო, სადაც ძაან ცუდად ითამაშა.
მეორე სიტუაციაში, რაც შენ გიედვს, 10-დან 9 თავდამსხმელი ბურთს შიგნით შემოაგდებდა ცრუ მოძრაობით, ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო, პროსტა დაეზარა, დაიკიდა და ეგრევე ჩააწოდა, თან აგერ ფოტოზეც ჩანს, რომც გასულიყო ეს პას 100% ჩაჭრილი იქნებოდა. ესეთი მომენტები ბევრია.
0
№12
ავტორი: REDmonday
22 სექტემბერი 2016 20:14
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: JuanMata


სხვა მომენტებიც იყო, სადაც ძაან ცუდად ითამაშა.
მეორე სიტუაციაში, რაც შენ გიედვს, 10-დან 9 თავდამსხმელი ბურთს შიგნით შემოაგდებდა ცრუ მოძრაობით, ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო, პროსტა დაეზარა, დაიკიდა და ეგრევე ჩააწოდა, თან აგერ ფოტოზეც ჩანს, რომც გასულიყო ეს პას 100% ჩაჭრილი იქნებოდა. ესეთი მომენტები ბევრია.

შეიძლება დაეზარა შეიძლება აღარც შეუძლია და თუ არ შეუძლია დანაშაული ხოარაა, დანაშაულია ძირითადის ტყუილად რომ იკავებ და გუნდი წინ ვერ მიდის და ვერ ვითარდება. დავიჯერო ასეთ მომენტებს ვერ აფიქსირებენ სამწვრთნელო შტაბი ან გამოასწორონ ან რამე ქნან რო ასეტი რაგაცეები არ შეეშალოთ, ასეთი სივრცეები სულ გახსნილი ხოარ იქნება და როცა საშუალება გაქ რატო არ უნდა გამოიყენო, შეიძლება გოლი არ გავიდეს მარა მომენტს შექმნი სახიფათოს კაკ მინიმუმ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top