თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 13:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2986,
კომენტარები: 12
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა
ჟოზე მოურინიო მორიგ უკმაყოფილებას გამოხატავს.
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯების კრიტიკას აგრძელებს. ამჯერად პორტუგალიელის სამიზნე სტიუარტ ატველი, ლიგის თასის მატჩის მსაჯი გახდა.

გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" საკმაოდ რთულ ბრძოლაში დაამარცხეს პირველი ლიგის წარმომადგენელები "ნორთჰემპტონ თაუნი". 3:1 გამარჯვებამ "იუნაიტედი" არა მარტო მომდევნო რაუნდში გაიყვანა, არამედ სამმატჩიანი წაგებათა სერიაც დაასრულებინა.

მიუხედავად ამისა, მოურინიომ კვლავ იპოვა მსაჯების გაკრიტიკების მიზეზი, როგორც ეს გასულ კვირებში გააკეთა. პორტუგალიელის სიტყვებით, მისი გუნდი მოედანზე რიცხობრივ უპირატესობაში ჯერ კიდევ მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა ყოფილიყო.

"როგორც ველოდი, გაგვიჭირდა, მაგრამ მატჩის პირველ და ბოლო 35 წუთში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

მეორე მხრივ, ყველაფერი შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო კიდეც ჩვენთვის გაცილებით იოლად. ჩვეულებრივ გუნდი უფრო იოლად თამაშობს კაცნაკლული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მათ კი გაძევება მეორე ტაიმის დასაწყისში დაიმსახურეს.

დიახ, ჯობია მსაჯებზე ლაპარაკი შევწყვიტო და ამის თაობაზე თქვენს აზრს დაველოდო. მაგრამ მემფის დეპაიზე ძალიან სახიფათო ჯარიმა აიღეს. შეიძლებოდა მას სერიოზული ტრავმაც კი მიეღო",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: jokero89
22 სექტემბერი 2016 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
winked
0
№2
ავტორი: Lady in red
22 სექტემბერი 2016 14:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ბოლო დროს მსაჯები ხშირად ცდებიან და ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ, მაგრამ ჩვენ მსაჯებს არ უნდა ვუყუროთ და ვითამაშით ჩვენი თამაში, დაიხარჯონ ბოლომდე. თითოეულ ფეხბურთელს აქვს პასუხისმგებლობა როცა მოედანზეა და ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა უნდა გააკეთონ, ეს არის იუნაიტედი და ჯერ გუნდია მთავარი შემდეგ კი სხვა დანარჩენი. ასე რომ, თამაშის გამოსწორებას ველი, სიტის კი დასაწყისში შევხვდით და ცოტა ადრე იყო ჩვენი გუნდისთვის ასეთი შეხვედრა, მაგრამ ახლა შანსი გვეძლევა, რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ და ამას ველი მეც.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2016 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კმაყოფილების მიზეზი საერთოდ არ აქვს
0
№4
ავტორი: POGBA END MEMPIS
22 სექტემბერი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
SG SG mou Kai kaci xar genatale vici ROM Manchester's iset gundad aqcev rogorc sir alexsai iyo shenzec vityvit "jozes legendaruli manchesteri" ase ROM klaudio ranieris dabadebis dge DA awyevlino
0
№5
ავტორი: gela-manutd
22 სექტემბერი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეგ აპრავდანია არაა მსაჯი ასე იქცევა ისე იქცევა შენ შენი გასაკეთებელი უნდა კნა მოედანძე ტავიდან როცა ამ ხანაგური მაჩები ჩავატარედ დორტმუნდამდე და როცა ლესტერს თასი მოუგეთ მაშინ უფრო მკონდა იმედი ამ კაცის ვიდრე ეხლა ზუსტად ის სცენარი ვითარდება რაც ჩელსით აკეთა
0
№6
ავტორი: kobinio
22 სექტემბერი 2016 15:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Msajebis problema ashkaradaa cels
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2016 15:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მსაჯებს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს, გუნდი უნდა გამოფხიზლდეს!!!
0
№8
ავტორი: REDmonday
22 სექტემბერი 2016 16:23
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
როხოს თამაშის შემხედვარე, მატჩის ბოლომდე რო გაძლო და მოედანზე არ შევარდა მაგის გასალახად მიკვირს.

მიეცი მემფისს შანლსი, თავდაჯერებულობა და რეპუტაცია დაუბრუნე და იქნებ ამ კაცმა ააწიოკოს ფლალგი.
0
№9
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2016 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
ის ცენზურა მართლა გასაგდები იყო
0
№10
ავტორი: REDmonday
22 სექტემბერი 2016 17:15
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
არაფერს არ ვერჩი ამ რუნის მაგრამ აშკარაა რო ძალიან ცუდად და გაუაზრებლად თამაშობს. და პირველ რიგში მაგით უნდა იყოს უკმაყოფილო იმიტომ რომ ძირითად შემადგენლობაში დგას.

რამდენიმე გაუაზრებელი გადაცემაა გააკეთა სადაც შეეძლო უკეთესი ვარიანტი აერჩია, ზუსტად ეგ არის კლასი რაც მანჩესტერს სჭირდება შეტევის გოლით დასასრულებლად. რის ნაკლებობასაც უკვე რუნი განიცდის.

მაგალითად აქ: იმის მაგივრად რომ საჯარიმოში ღრმად შევიდეს 1 მცველს გაცდეს და უფრო მწვავე სიტუაცია შექმნას, სადაც 3 კაცი შემორბის და რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, ამის მაგივრად კარს უკან ძალიან უაზრო ჩაწოდებას აკეთებს თუ ამას ჩაწოდება ქვია და ვფიქრობ რომ ამ სიტუაციაში ჩაწოდება სრულიად უადგილოა

აქ კიდევ დაახლოებით იგივე სიტუაცია, სადაც შეუძლია 1 მცველი მოატყუოს მითუმეტეს რომ მცველი ინერციით უკვე წინ არის წასული და გაჩერებისსთვის დროს დაკარგავს, ერთი მოძრაობით ბურთი უკან წამოიღოს და საჯარიმოში ისევ ღრმად შევიდეს შუიდან, ამის მაგივრად ისევ უადგილო და უმისამართო გადაცემას აკეთებს სადაც არც არავინ არ არის და მცველები ითამაშებენ მაგ ბურთზე და მაგ გადაცემასაც ვერ აკეთებს და ბურთი კუთხურზე გადადის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top