თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2016, 15:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3227,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ბაიი გუნდში საუკეთესო იყო"
ჟოზე მოურინიო თავის შეგირდს აქებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანჩესტერული დერბის მატჩში.

"იუნაიტედის" ცენტრალური მცველები კევინ დე ბრუინემ ერთი მოძრაობით გააბითურა პირველი გოლის ეპიზოდში, როცა ბელგიელმა "სიტი" დააწინაურა.

მაგრამ 22 წლის მცველმა მეორე ტაიმში არაერთი კონტრშეტევა ჩაშალა, როცა მისი გუნდი ანგარიშის გასათანაბრებლად იბრძოდა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ ბაიის თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"შეგვიძლია ვისაუბროთ ერიკ ბაიიზე, რომელიც "ვილიარეალში" თამაშობდა, მაგრამ ასეთი დონის დერბიში არასდროს მიუღია მონაწილეობა, თუმცა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თვის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ფანტასტიკური მატჩი აჩვენა. მრავალ სიტუაციას გაართვა თავი.

ასე რომ, არასდროს იცი, რას გააკეთებს მოთამაშე, მით უმეტეს, თუ მას კარგად არ იცნობ. და რამდენიმე თვის შემდეგაც კი ძალიან ადრეა ვთქვათ, რომ მას კარგად ვიცნობთ",
- განაცხადა ჟოზემ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gogi111
12 სექტემბერი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
eg seriozuli mcvelia.magra gamoadgeba manius
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top