თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2016, 15:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3227,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ბაიი გუნდში საუკეთესო იყო"
ჟოზე მოურინიო თავის შეგირდს აქებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანჩესტერული დერბის მატჩში.

"იუნაიტედის" ცენტრალური მცველები კევინ დე ბრუინემ ერთი მოძრაობით გააბითურა პირველი გოლის ეპიზოდში, როცა ბელგიელმა "სიტი" დააწინაურა.

მაგრამ 22 წლის მცველმა მეორე ტაიმში არაერთი კონტრშეტევა ჩაშალა, როცა მისი გუნდი ანგარიშის გასათანაბრებლად იბრძოდა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ ბაიის თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"შეგვიძლია ვისაუბროთ ერიკ ბაიიზე, რომელიც "ვილიარეალში" თამაშობდა, მაგრამ ასეთი დონის დერბიში არასდროს მიუღია მონაწილეობა, თუმცა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თვის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ფანტასტიკური მატჩი აჩვენა. მრავალ სიტუაციას გაართვა თავი.

ასე რომ, არასდროს იცი, რას გააკეთებს მოთამაშე, მით უმეტეს, თუ მას კარგად არ იცნობ. და რამდენიმე თვის შემდეგაც კი ძალიან ადრეა ვთქვათ, რომ მას კარგად ვიცნობთ",
- განაცხადა ჟოზემ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2016 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კარგია ესე გამხნევება,თუმცა პირველი გოლის დროს თუ შევხედავთ,ბლინდი ისე იმედიანად იყო რო ორთაბრძოლას არ წააგებდა ბაი ჩამოეძინა, მარა ძაან მაგარი მცველი იზრდება და შეცდომებზე ისწავლის smile
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2016 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძნელია ვინმეზე თქვა საუკეთესო იყოო
0
№3
ავტორი: JuanMata
12 სექტემბერი 2016 16:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: გიორგი
ძნელია ვინმეზე თქვა საუკეთესო იყოო


100%
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 სექტემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბაი საუკეთესო ნამდვილად არ იყო, მაგრამ პირველი გოლი მარტო ბაის თუ ბრალდება და ბლინდი არაფერ შუაშია, მაშინ კარგად გვქონია საქმე.

სმოლინგი უნდა დაბრუნდეს ძირითადში!!!
0
№5
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2016 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
Magaria da warmomidgenia gunds Ro sheechveva mere Rogor itamashebs❤️
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
12 სექტემბერი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ბაი სმოლინგი კაი იქნება და ბლინდი პოგბა
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პირადად ჩემ მოლოდინებს გადააჭარბა ერიკის ტრანსფერმა. რა თქმა უნდა, აქვს შეცდომებიც, მაგრამ ეტყობა რო მაღალი დონის მცველია
0
№8
ავტორი: Red Heart )))
12 სექტემბერი 2016 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ჯერჯერობით ძალიან მომწონს არ უნდა აურიოს
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
12 სექტემბერი 2016 21:12
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კარგი მცველია ერიკი ძალაინ თავდაჯერებულია არაფერს არ ერიდება ნებისმიერ ორთაბრძოლაში შედის და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულიც თვითონ რჩება, მიუხედავად დეილის მიმართ ჩემდამი დიდი სიმპატისაა, სჯობს სმოლინგი - ბაი დადგეს მომავალში ძირითად მცველებად და ძალიან მაგარ დუეტს ჩამოაყალიბებენ. აქ ზოგს მგონი დაავიწყდა თუ როგორი გასული სეზონი ჩაატარა კრისმა და მის გარეშე იუნაიტედის დაცვა სრული სიფარჩაკე, რომ იყო გასულ სეზონში.
0
№10
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2016 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Smoli da bai
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top