თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2016, 14:03
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3763,
კომენტარები: 13
კიდე ერთი ტრავმირებული?!
კარინგტონზე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაბრუნდა.
კიდე ერთი ტრავმირებული?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველმა, ლუკ შოუმ დისკომფორტი იგრძნო მოტეხილ ფეხზე და დაუყოვნებლივ დატოვა ინგლისის ეროვნული ნაკრები და მანჩესტერში გაემგზავრა, სადაც მას ექიმები გასინჯავენ.

21 წლის მარცხენა მცველმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი. მან სამი მატჩი ჩაატარა "წითელი ეშმაკების" რიგებში და ყველა მატჩში 90 წუთი დაჰყო მინდორზე, რის გამოც ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

მაგრამ სლოვაკების წინააღმდეგ 2018 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ის ვერ ჩაატარებს. ხიფათის თავიდან აცილების მიზნით, ლუკს ნება დართეს კარინგტონზე დაბრუნებულიყო.

"ლუკ შოუმ ინგლისის ნაკრების ბანაკი დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა. ამ დილით მარცხენა მცველმა მიიღო საშუალება ვარჯიშის მაგივრად დაესვენა. სამედიცინო შტაბი მის დატვირთვას გააკონტროლებს."

"სლოვაკებთან ლუკის მაგივრად დენი როუზი იასპარეზებს, ხოლო 21 წლის ფეხბურთელი ყოველგავრი რისკის გარეშე გაუშვეს მანჩესტერში." - აცხადებს FA-ს ოფიციალური საიტი.

"იუნაიტედის" გულშემატკივრების შიში კი სემ ელერადისმა გააქრო და განაცხადა, რომ ლუკი მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას შეძლებს, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართება.

"მას აქვს გარკვეული პრობლემები ფეხზე, მაგრამ სერიოზული არაფერია. ის კუნთში მცირე ტკივილს გრძნობს. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიარა მან, ჩვენ არ გვინდა გავრისკოთ."

"ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ძალიან კარგად ასპარეზობს, მაგრამ მაინც გარკვეული დისკომფორტით, სწორედ ამიტომ გავუშვით ის მანჩესტერში. ის არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა სასტარტო შეამდენლობაში. გამიკვირდება, თუ ის "იუნაიტედის" მომდევნო მატჩისთვის მზად არ იქნება." - აცხადებს ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი The Independent-თან.

წყარო:fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
4 სექტემბერი 2016 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ამბიჭს თუასე ხშირად შეახსენებს თავს ძველი ტრამვა ბევრს ვერაფერს მიახწევს არადა აქვს მონაცემებირომ მსოფლიოს ლეგენდა გახდეს თავის დროზე ისეთი კლასნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: dybbuk
5 სექტემბერი 2016 01:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1611
მაგარი რთულია ესეთი ტრავმის მერე რო ისევ მოიხოდო, რა კარგად დაიწყო წელსაც და ეხა ეს მაგრად გამიტყდა, ძაან ნიჭიერია
0
№13
ავტორი: stepno
5 სექტემბერი 2016 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ar dagvakldeba ess
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top