თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2016, 14:03
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3763,
კომენტარები: 13
კიდე ერთი ტრავმირებული?!
კარინგტონზე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაბრუნდა.
კიდე ერთი ტრავმირებული?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველმა, ლუკ შოუმ დისკომფორტი იგრძნო მოტეხილ ფეხზე და დაუყოვნებლივ დატოვა ინგლისის ეროვნული ნაკრები და მანჩესტერში გაემგზავრა, სადაც მას ექიმები გასინჯავენ.

21 წლის მარცხენა მცველმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი. მან სამი მატჩი ჩაატარა "წითელი ეშმაკების" რიგებში და ყველა მატჩში 90 წუთი დაჰყო მინდორზე, რის გამოც ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

მაგრამ სლოვაკების წინააღმდეგ 2018 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ის ვერ ჩაატარებს. ხიფათის თავიდან აცილების მიზნით, ლუკს ნება დართეს კარინგტონზე დაბრუნებულიყო.

"ლუკ შოუმ ინგლისის ნაკრების ბანაკი დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა. ამ დილით მარცხენა მცველმა მიიღო საშუალება ვარჯიშის მაგივრად დაესვენა. სამედიცინო შტაბი მის დატვირთვას გააკონტროლებს."

"სლოვაკებთან ლუკის მაგივრად დენი როუზი იასპარეზებს, ხოლო 21 წლის ფეხბურთელი ყოველგავრი რისკის გარეშე გაუშვეს მანჩესტერში." - აცხადებს FA-ს ოფიციალური საიტი.

"იუნაიტედის" გულშემატკივრების შიში კი სემ ელერადისმა გააქრო და განაცხადა, რომ ლუკი მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას შეძლებს, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართება.

"მას აქვს გარკვეული პრობლემები ფეხზე, მაგრამ სერიოზული არაფერია. ის კუნთში მცირე ტკივილს გრძნობს. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიარა მან, ჩვენ არ გვინდა გავრისკოთ."

"ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ძალიან კარგად ასპარეზობს, მაგრამ მაინც გარკვეული დისკომფორტით, სწორედ ამიტომ გავუშვით ის მანჩესტერში. ის არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა სასტარტო შეამდენლობაში. გამიკვირდება, თუ ის "იუნაიტედის" მომდევნო მატჩისთვის მზად არ იქნება." - აცხადებს ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი The Independent-თან.

წყარო:fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 სექტემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ ესეც თუ დაგვაკლდა ძალიან ცუდი იქნება
0
№2
ავტორი: givi
4 სექტემბერი 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
კაროცჰე ბედი არაგვაქ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
4 სექტემბერი 2016 14:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უნდა ითამაშოს ამან მაინც
0
№4
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2016 14:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან კაი, ეხლა ნაკრების ტრავმებიღა გვაკლდა
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 სექტემბერი 2016 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რისკის გაწევას ჯობია საერთოდ არ ითამაშოს და კარგად მოქცეულან უკან რო გამოუშვიათ, თუმცა ნაკრებში თამაშიც აუცილებელია რა თქმა უნდა.
0
№6
ავტორი: The Mentalist
4 სექტემბერი 2016 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კარგია რო გამოუშვეს, არ დაიტვირთება და მზად იქნება კლუბისთვის...
0
№7
ავტორი: LASHQARA
4 სექტემბერი 2016 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1993
ესეც თუ გამოგვაკლდა და რა აგუეროო ნახევარი გუნდი არ გვეყოლება იმათ კიდე ყავტ აგუეროს შემცვლელი იგივე ნოლიტო თუნდაც და ჩვენ ამდენ ფეხბურთელს ვერ შევცვლით ისე რომ თამაშის ხარისხი იგივე დარჩეს winked
0
№8
ავტორი: ikeoni
4 სექტემბერი 2016 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
Nezizgeba ra Es sanakrebo tamashebiii((imedia seriozuli Araa Es tramva
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
4 სექტემბერი 2016 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არ გაუმიზეზდეს ჯობია არ ათამაშონ, ბლინდი გადაწინონ, მჯერა უპრობლემოდ გაართმევს თავს
0
№10
ავტორი: PaLoMo
4 სექტემბერი 2016 20:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4148
Magito wamovida to riskი at yofiliyo tramvis uechveli it.Abe z 10 shi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top