"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი ახალი სეზონიდან Sky Sports-ზე ექსპერტის, გადაცემების წამყვანისა და კომენტატორის ამპლუაში დაბრუნდება.
პრესტიჟული პრემიის Royal Television Society-ის ორგზის ლაურეატი, დღის სიახლეების გადაცემას Monday Night Football-ზე ჯეიმი კარაგერთან ერთად გააგრძელებს, ასევე ნევილი მონაწილეობას მიიღებს პრემიერ ლიგის 126 მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაში, რომელსაც "სქაი" ახალ სეზონში აჩვენებს.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ Sky Sports-ს კვლავ შევუერთდი და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. არხზე იქნება ბევრი პროგრამა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩემი როლის შეცვლა. ველი ახალ ზარებსა და საინტერესო პროექტებში მონაწილეობის მიღებას,"-აცხადებს ნევილი.
ნევილის კოლეგა გახდა მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ბიზნეს პარტნიორი, რაიან გიგზი. უელსელმა ITV-სთან გაახანგრძლივა კონტრაქტი იმ პირობით, რომ ის ხელშეკრულებას გაწყვეტსიმ შემთხვევაში, თუ მას რომელიმე გუნდიდან მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ. ადრე გიგზი აღნიშნულ ტელევიზიაზე ევროპის ჩემპიონატს აშუქებდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ Sky Sports-ს შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი რეიჩელ რაილი, რომელიც პრემიერ ლიგის პარასკევის მატჩებს გაუკეთებს კომენტარს.