თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2016, 10:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2596,
კომენტარები: 15
გიგზი და ნევილი ტელევიზიაში დაბრუნდნენ
ლეგენდებმა საქმიანობა აირჩიეს.
გიგზი და ნევილი ტელევიზიაში დაბრუნდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი ახალი სეზონიდან Sky Sports-ზე ექსპერტის, გადაცემების წამყვანისა და კომენტატორის ამპლუაში დაბრუნდება.

პრესტიჟული პრემიის Royal Television Society-ის ორგზის ლაურეატი, დღის სიახლეების გადაცემას Monday Night Football-ზე ჯეიმი კარაგერთან ერთად გააგრძელებს, ასევე ნევილი მონაწილეობას მიიღებს პრემიერ ლიგის 126 მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაში, რომელსაც "სქაი" ახალ სეზონში აჩვენებს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ Sky Sports-ს კვლავ შევუერთდი და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. არხზე იქნება ბევრი პროგრამა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩემი როლის შეცვლა. ველი ახალ ზარებსა და საინტერესო პროექტებში მონაწილეობის მიღებას,"-აცხადებს ნევილი.

ნევილის კოლეგა გახდა მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ბიზნეს პარტნიორი, რაიან გიგზი. უელსელმა ITV-სთან გაახანგრძლივა კონტრაქტი იმ პირობით, რომ ის ხელშეკრულებას გაწყვეტსიმ შემთხვევაში, თუ მას რომელიმე გუნდიდან მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ. ადრე გიგზი აღნიშნულ ტელევიზიაზე ევროპის ჩემპიონატს აშუქებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ Sky Sports-ს შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი რეიჩელ რაილი, რომელიც პრემიერ ლიგის პარასკევის მატჩებს გაუკეთებს კომენტარს.

წყარო: ManUtd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აგვისტო 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია კარგი, მაგრამ გიგზს იმედია გამოუჩნდება მსურველი და ისევ მწვრთნელობას დაუბრუნდება.
0
№2
ავტორი: Special One
9 აგვისტო 2016 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მანჩესტერი არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა ჩემს გუნდში. მოუთმენლად ველი ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშობას.
Mere gamovidnen joses modzuleebi,armosuliko da vis daimatebdit vnaxavdit
0
№3
ავტორი: sermanchester777
9 აგვისტო 2016 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სიახლე გამომიქვეყნეთ რა :D ოღონდ წყაროს მიწერა დამავიწყდა პოგბა ოფიციალურად ჩვენია!
0
№4
ავტორი: crawling
9 აგვისტო 2016 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
რა ტელევიზია წადი მანჩესტერს მიხედე გუნდს ხოხედავ დედა აქვს მოტYნული
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აგვისტო 2016 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: crawling
რა ტელევიზია წადი მანჩესტერს მიხედე გუნდს ხოხედავ დედა აქვს მოტYნული

კაი კაცო, ვან გაალი ხო არ დავაბრუნოთ???
0
№6
ავტორი: Memphis Depay
9 აგვისტო 2016 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
სირცხვილია მთელი მსოფლიო პოგბაზე ლაპარაკობს პოგბას ვიდეოებზე ინტერვიუებზე სურათებზე გამოხმაურებებზე და თქვენ სქაისპორტს დებთ 3d_2
0
№7
ავტორი: dreamer
9 აგვისტო 2016 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
სიახლეები დადეთ ადამიანებო :)) მთელი მსოფლიო ჩვენზე წერს თქვენ რა გჭირთ სხვა გუნდის საიტებზე უფრო მეტი იწერება მანჩესტერზე ვიდრე აქ ცოტა არ იყოს ტეხავს რა
0
№8
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2016 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Xelfas ar ikitxavt?)))))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2016 11:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია გიგზი ტელევიზიაში არ დარჩება :))
0
№10
ავტორი: gela-manchesteri
9 აგვისტო 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
იმედია გიგზი მიიგებ რომელიმე გუნდიდად შეთავაზებას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top