თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 12:36
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3620,
კომენტარები: 17
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზეს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიომ "გალათასარაის" წინააღმდეგ მოგებული "ვარჯიშის" შემდეგ რამდენიმე თემაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ძალიან გახარებულია.

სეზონისთვის მომზადება კვლავ პრიორიტეტია

"ყველაზე მნისვნელოვანი რამ იყო თამაში, ფეხბურთელებისთვის წუთების მიცემა. ზოგიერთმა ცოტა ითამაშა, 30 წუთი, ზოგიერთს კი 60-65 წუთი ჰქონდა. ჩინეთში თითქმის კვირა დავკარგეთ და დღევანდელ მატჩში მონაწილე ზოგიერთი ფეხბურთელი, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის ცოტა დრო მიგვეცა, რადგან ისინი თავს, ორმაგ ვარჯიშთან შედარებით უკეთ იგრძნობდნენ. ასე რომ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."

ჩვენ სამუშაოდ, ცვლილებებისთვის და ახალი იდეების განსახორციელებლად დიდი დრო არ გვქონდა. ამ დროს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ არის და ამისთვის დრო არ გრჩება. "ლესტერთან" რამდენიმე დღეში მატჩი გვაქვს, ხოლო ორ კვირაში პრემიერ ლიგა. ჩვენ გვჭირდება დრო, რომელიც არ გვაქვს. ერთადერთი გამოსავალი არის მუშაობა, ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც ეს "გალათასარაისთან" გავაკეთეთ.

თამაშის ინტენსივობით მოხარული ვარ. გახარებული ვარ ასევე შეცდომებით, რომელიც დავუშვით, რადგან ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. კმაყოფილი ვარ განწყობითა და ატმოსფეროთი, მაგრამ ჩვენ სამუშაო გვაქვს. კვირას ვიუქმებთ, თუმცა, ორშაბათს ორმაგი ვარჯიში გვაქვს. ოთხშაბათს კი რუნისა და ფანებისთვის "ოლდ ტრაფორდზე" ვიქნებით. გავაკეთებ იგივეს, როგორც ეს დღეს გავაკეთე. გავწვრთნი 22 ფეხბურთელს. მე არ მადარდებს ანგარიში, მინდა მივცე დრო ფეხბრუთელებს და ეს ყველაფერი თანმიმდევრობით გავაკეთო."

აჩვენეს ზლატანმა და მარკუსმა საკუთარი შესაძლებლობები?

"რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ყველამ საკუთარი თავი აჩვენა. ვინც 4:2 ანგარიშის დროს მოედანზე შევიყვანე ვუთხარი, რომ დაევიწყებინათ ანგარიში და ეთამაშათ 30 წუთი მაღალ ტემპში. მარკუსი ძალიან კარგი იყო. ასევე ზლატანმა აჩვენა თუ რისი მოტანა შეუძლია ჩვენთვის. როდესაც ვნახე ფელაინის, მარსიალისა და შნეიდერლინის მსგავსი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან ორი დღეა რაც ვარჯიშობენ, ვუთხარი: "არ სცადოთ ინტენსიური თამაში, სცადეთ ისეთი ინტენსივობით, რომელიც თქვენთვის კომფორტული იქნება,"

მე ეს გზა მირჩევნია, სწორედ ეს ავირჩიე და ამიტომაც ბედნიერი ვარ. მოწინააღმდეგე გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ 6-7 მატჩი ჩაატარეს და ჩვენზე დიდი ტემპი ჰქონდათ. ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ჩვენს ჯგუფს მხოლოდ ტიმოთი და კრისი აკლდა, პატარა ტრავმებით. არანაირი დაზიანება, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის."

გააკეთეს ფეხბურთელებმა ისე, როგორც ეს თქვენ გეგმებში შედიოდა?

"დიახ, მათ ასე რომ არ გაეკეთებინათ, თითოს მხოლოდ 1 წუთს მივცემდი. მე არ ვაპირებ მათი შემადგენლობაში დატოვებას. გუნდში მაღალი კონკურენნციაა, რაც სეზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 38 მატჩი გვაქვს პრემიერ ლიგაში, პლუს 15 თამაში ევროპა ლიგაზე და დამატებით ადგილობრივი თასები. სულ 60 მატჩი სეზონში და შეხვედრების ჩატარება 11 კაცით შეუძლებელია.

შემადგენლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალურობა. გუნდი მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა ფეხბურთელი, რომლებიც თამაშისთვის მზად არიან. ყველაფერი შემადგენლობის ნაწილი. თუ გინდა, რომ იყო ასეთი დიდი კლუბის ნაწილი, შენთვის ყველაფერი მნიშველოვანი უნდა იყოს."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
17 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
31 ივლისი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მიდი ჟოზე შენიცი უფრო ახალგაზრდები შეყარე გამოცდილი რუნი და იბრაც გვეყოფა
0
№12
ავტორი: PaLoMo
31 ივლისი 2016 16:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
აუ მაგარია ადავი მოუ აბას შენ იციცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: gaga1987
31 ივლისი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
warmatebebi joze.imedia shemateb tasebs manus
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2016 17:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ლესტერს უნდა მოუგონ უპრობლემოდ
0
№15
ავტორი: Lev
31 ივლისი 2016 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ციტატა: Oshea777
Dzaan male am kacis ginebas daiwyebs aqedan 90% mainc

რატომ აღიზიანებ ჯიგარ აქ შემოსულ პატიოსან ხალხს? შენი აზრი ისე გამოთქვი რომ ვიღაცის ზიზღი და გინება არ დაიმსახურო

ციტატა: Oshea777
Dzaan male am kacis ginebas daiwyebs aqedan 90% mainc

ლივერპულის გაბოროტებული ფანი ხარ? თუ იუნაიტედს გულშემატკივრობ დაუდექი ბოლომდე და ირწმუნე არც მეხატებოდა გულზე მაურინიო მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ რაღაც შეიცვლება წინასწარ ნერვიულობა რა პონტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№16
ავტორი: stepno
31 ივლისი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მართლაა რა ბედნიერებაა ესეთი მწვრთნელიი რო გყაავს რაა გენაცვალეე მოუუუ love love love
0
№17
ავტორი: kantona-7
31 ივლისი 2016 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მიდი მოუ შენი მჯერა და კიდევ ერთხელ ანახე ზოგზოგიერთებს ვინაა საუკეთესო love GGMU manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top