თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 12:36
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3416,
კომენტარები: 17
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზეს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიომ "გალათასარაის" წინააღმდეგ მოგებული "ვარჯიშის" შემდეგ რამდენიმე თემაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ძალიან გახარებულია.

სეზონისთვის მომზადება კვლავ პრიორიტეტია

"ყველაზე მნისვნელოვანი რამ იყო თამაში, ფეხბურთელებისთვის წუთების მიცემა. ზოგიერთმა ცოტა ითამაშა, 30 წუთი, ზოგიერთს კი 60-65 წუთი ჰქონდა. ჩინეთში თითქმის კვირა დავკარგეთ და დღევანდელ მატჩში მონაწილე ზოგიერთი ფეხბურთელი, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის ცოტა დრო მიგვეცა, რადგან ისინი თავს, ორმაგ ვარჯიშთან შედარებით უკეთ იგრძნობდნენ. ასე რომ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."

ჩვენ სამუშაოდ, ცვლილებებისთვის და ახალი იდეების განსახორციელებლად დიდი დრო არ გვქონდა. ამ დროს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ არის და ამისთვის დრო არ გრჩება. "ლესტერთან" რამდენიმე დღეში მატჩი გვაქვს, ხოლო ორ კვირაში პრემიერ ლიგა. ჩვენ გვჭირდება დრო, რომელიც არ გვაქვს. ერთადერთი გამოსავალი არის მუშაობა, ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც ეს "გალათასარაისთან" გავაკეთეთ.

თამაშის ინტენსივობით მოხარული ვარ. გახარებული ვარ ასევე შეცდომებით, რომელიც დავუშვით, რადგან ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. კმაყოფილი ვარ განწყობითა და ატმოსფეროთი, მაგრამ ჩვენ სამუშაო გვაქვს. კვირას ვიუქმებთ, თუმცა, ორშაბათს ორმაგი ვარჯიში გვაქვს. ოთხშაბათს კი რუნისა და ფანებისთვის "ოლდ ტრაფორდზე" ვიქნებით. გავაკეთებ იგივეს, როგორც ეს დღეს გავაკეთე. გავწვრთნი 22 ფეხბურთელს. მე არ მადარდებს ანგარიში, მინდა მივცე დრო ფეხბრუთელებს და ეს ყველაფერი თანმიმდევრობით გავაკეთო."

აჩვენეს ზლატანმა და მარკუსმა საკუთარი შესაძლებლობები?

"რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ყველამ საკუთარი თავი აჩვენა. ვინც 4:2 ანგარიშის დროს მოედანზე შევიყვანე ვუთხარი, რომ დაევიწყებინათ ანგარიში და ეთამაშათ 30 წუთი მაღალ ტემპში. მარკუსი ძალიან კარგი იყო. ასევე ზლატანმა აჩვენა თუ რისი მოტანა შეუძლია ჩვენთვის. როდესაც ვნახე ფელაინის, მარსიალისა და შნეიდერლინის მსგავსი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან ორი დღეა რაც ვარჯიშობენ, ვუთხარი: "არ სცადოთ ინტენსიური თამაში, სცადეთ ისეთი ინტენსივობით, რომელიც თქვენთვის კომფორტული იქნება,"

მე ეს გზა მირჩევნია, სწორედ ეს ავირჩიე და ამიტომაც ბედნიერი ვარ. მოწინააღმდეგე გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ 6-7 მატჩი ჩაატარეს და ჩვენზე დიდი ტემპი ჰქონდათ. ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ჩვენს ჯგუფს მხოლოდ ტიმოთი და კრისი აკლდა, პატარა ტრავმებით. არანაირი დაზიანება, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის."

გააკეთეს ფეხბურთელებმა ისე, როგორც ეს თქვენ გეგმებში შედიოდა?

"დიახ, მათ ასე რომ არ გაეკეთებინათ, თითოს მხოლოდ 1 წუთს მივცემდი. მე არ ვაპირებ მათი შემადგენლობაში დატოვებას. გუნდში მაღალი კონკურენნციაა, რაც სეზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 38 მატჩი გვაქვს პრემიერ ლიგაში, პლუს 15 თამაში ევროპა ლიგაზე და დამატებით ადგილობრივი თასები. სულ 60 მატჩი სეზონში და შეხვედრების ჩატარება 11 კაცით შეუძლებელია.

შემადგენლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალურობა. გუნდი მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა ფეხბურთელი, რომლებიც თამაშისთვის მზად არიან. ყველაფერი შემადგენლობის ნაწილი. თუ გინდა, რომ იყო ასეთი დიდი კლუბის ნაწილი, შენთვის ყველაფერი მნიშველოვანი უნდა იყოს."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
17 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
31 ივლისი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა ბედნიერებაა დალაგებულად და გასაგებად მოსაუბრე მწვრთნელი
0
№2
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2016 12:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იცის კაცმა პრემიერ ლიგა, იცის რომ გრძელი სეონი ელის და ცდილობს ყველა გამოიყენოს და გაიგოს ყველას შესაძლებლობები. მატას თამაში ძალიან მახარებს და იმედი მაქვს დარჩება რადგან მოუწევს თამაში, სკამზე ბევრი დაჯდება და გარანტირებული ადგილი ძალიან ცოტას ექნება იმხელა კონკურენციაა

შეტევაში არც ისეთი დიდი პრობლემაა, შეუძლია რამდენიმე ვარიანტი მოსინჯოს, აი ნახევარდაცვას უჭირს, დაცვაზე საუბარიც ზედმეტია.
0
№3
ავტორი: LASHQARA
31 ივლისი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მიდი ჟოზე მიდი ბევრად დასახვეწია თამაში და ეს არაფერია რაც გალათასარაისთან ვნახეთ, ხარისხი ბევრად მეტი უნდა იყოს ეგეთ გუნდებს ლაღად უნდა ვუგებდეთ და თამაშში უნდა იგრძნობოდეს რომ რამდენსაც მოვინდომებთ იმდენს გავიტანთ, მოვა ეგ დრო ძალიან მალე... love am
0
№4
ავტორი: WeAreUnited
31 ივლისი 2016 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
15 თამაში ევროპა ლიგაზე აი ეს მიყვარს ამბიცია რომელიც მხოლოდ დიდ მწვრთნელებს ახასიათებს წელს ტრიპლს დადებს ეს კაცი დარწმუნებული ვარ და ეს პოგბა გადმოეთრიოს და ეგ არის ;)


ტრიპლ მინდა ბუბლიკ დავიღალე ამდენი იმედგაცრუებით და უსახური თამაშით ჩვენც ადამიანები ვართ :(
0
№5
ავტორი: ikeoni
31 ივლისი 2016 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Jozee ra magari xar ❤️❤️❤️
0
№6
ავტორი: lefty
31 ივლისი 2016 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დაცვა ვერ ქაჩავს და ნახევარდაცვას შეთამაშება აკლია,დეპაი წელსაც თუ არ ათამაშდა გასაშვებია არადა ყველაფერი აქვს ტიპს ტოპ კლასის ვინგერს რაც ჭირდება
0
№7
ავტორი: levionok
31 ივლისი 2016 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
პრემიერ ლიგა დადოს წელს და რომელიმე თასი,ტასი აუცილებელია ახალგაზრდებისთვის,ხოლო ევროპა ლიგა თუ ხელის შემშლელი იქნება პრემიერ ლიგისთვის ალბათ არ გააგრძელებენ,გუშინ მინიმალური პასი კეთდებოდა უკან მხოლოდ ძალიან საჭიროების შემთხვევაში ვალენსიას ჩაწოდებებიც ამან გამოიწვია,ალბათ ყველას გვახსოვს ლვგ დროს ვალენსია ფაქტიურად არც აწოდებდა და არც წინ პასს არ აკეთებდა...ბურთი გამწვავებისთვის და არა ფლობისთვის დიდი პოტენციალია ძალიან და ვფიქრობ მატა არ დაუთმობს ადგილს მიხითარიანს ძალიან მაგარი სეზონი გველის წინ რეფორდი იმდენს იზავს იძულებულს გახდის მაურინიოს 4-4-2 ზე გადავიდეს :)
0
№8
ავტორი: dachi_mu
31 ივლისი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რა ბედნიერებაა მართლა კარგი მწვრთვნელი,სკამზე რო არ დევს და სათვალე არ უკეთია და პიდაასტივით ხელს არ ისვავს თმებზე smile იცის კაცმა რო შანსი უნდა მისცეს ყველას winked
0
№9
ავტორი: gela-manchesteri
31 ივლისი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№10
ავტორი: Oshea777
31 ივლისი 2016 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Dzaan male am kacis ginebas daiwyebs aqedan 90% mainc
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top