თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2016, 12:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2894,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ფაბინიოთი ინტერესდება
მანჩესტერელები "მონაკოს" მცველით ინტერესდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "მონაკოს", 22 წლის ბრაზლიელი მარჯვენა მცველის, ფაბინიოს სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

რაფაელ და სილვას წასვლის შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი პრობლემები აქვთ. ამ პოზიციაზე "იუნაიტედის" არაერთმა ფეხბურთელმა შეძლო. მარჯვენა მცველის როლი ამ სეზონში მოირგეს: მარკოს როხომ, ფილ ჯონსმა, ანტონიო ვალენსიამ, ეშლი იანგმა და ახალგაზრდა გილერმო ვარელამ.

The Sun-ის ინფორმაციით, პრობლემებმა ჟოზე მოურინიო იძულებული გახადა, გუნდში ფაბინიოს კანდიდატურა განეხილა. პორტუგალიელსა და ბრაზილიელ მცველს, ხორხე მენდეშის სახით, ერთი და იგივე წარმომადგენელი ჰყავს. 22 წლის მცველმა, ინგლისში გადასვლის სურვილი უკვე გამოთქვა.

"იუნაიტედში" სათამაშოდ, მას ინგლისში მუშაობის ნებართვა დასჭირდება, თუმცა, კომპენსაციის ოდენობა და ფეხბურთელის ხელფასი ამ პროცედურას, ფორმალურის სახეს მისცემს.

წყარო: Fapl
ახალი ამბები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2016 17:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფაელის დროსაც სულ პრობლემები იყო მარჯვენა ფლანგზე მაგის ტრავმიანობის გამო
0
№12
ავტორი: vanovano
18 ივლისი 2016 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ფოსუ მენსაც და ვალენსიაც კარგად თამაშობს მარჯვნივ ვალენსია შეტევებში კარგად ერთვება მაგრამ არამგონია მოუმ ვალენსია მცველად დააყენოს ფიბინიო კარგია მაგრამ ინტერესი ჯერ არაფერია
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივლისი 2016 00:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახო ვნახოთ
0
№14
ავტორი: snatch77
19 ივლისი 2016 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
კლაინი უნდა გვეყიდა თავის დროზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top