თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2016, 12:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2894,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ფაბინიოთი ინტერესდება
მანჩესტერელები "მონაკოს" მცველით ინტერესდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "მონაკოს", 22 წლის ბრაზლიელი მარჯვენა მცველის, ფაბინიოს სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

რაფაელ და სილვას წასვლის შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი პრობლემები აქვთ. ამ პოზიციაზე "იუნაიტედის" არაერთმა ფეხბურთელმა შეძლო. მარჯვენა მცველის როლი ამ სეზონში მოირგეს: მარკოს როხომ, ფილ ჯონსმა, ანტონიო ვალენსიამ, ეშლი იანგმა და ახალგაზრდა გილერმო ვარელამ.

The Sun-ის ინფორმაციით, პრობლემებმა ჟოზე მოურინიო იძულებული გახადა, გუნდში ფაბინიოს კანდიდატურა განეხილა. პორტუგალიელსა და ბრაზილიელ მცველს, ხორხე მენდეშის სახით, ერთი და იგივე წარმომადგენელი ჰყავს. 22 წლის მცველმა, ინგლისში გადასვლის სურვილი უკვე გამოთქვა.

"იუნაიტედში" სათამაშოდ, მას ინგლისში მუშაობის ნებართვა დასჭირდება, თუმცა, კომპენსაციის ოდენობა და ფეხბურთელის ხელფასი ამ პროცედურას, ფორმალურის სახეს მისცემს.

წყარო: Fapl
ახალი ამბები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
18 ივლისი 2016 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძალიან კაი მცველია ფაბინიო მაგრამ ფოსუ მენსა მინდარო დადგეს მარჯვნივ და მარცხნივ ლუკ შოუ>>>ვფიქრობ არაა საჭირო ამის მოყვანა და ისევ ცენტრის გაზლიერებაზე იფიქრონ პირველ რიგში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: laba
18 ივლისი 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
kaia vnaxot
0
№3
ავტორი: stepno
18 ივლისი 2016 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოთ ისე ნამდვილად არ იქნება ცუდიი ამის მოყვანაა
0
№4
ავტორი: JuanMata
18 ივლისი 2016 13:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მგონია რომ საჭიროა ერთი მარჯვენა მცველი. ფოსუ-მენსას გაუჭირდება ყველა თამაშის ჩატარება, დარმიანი მაშინაც კი როცა კარგად თამაშობდა, შეტევებზე დიდად არ ფიქრობდა და ვალენსია უკეთესი შემტევია, ვიდრე მცველი. ვარელას გაშვებას თუ აპირებენ ერთი მარჯვენა მცველის დამატება ცუდი არ იქნება, ისე საინტერესოა ძირითად შემადგენლობას რომ ჩამოაყალიბებს მარჯვენა ვინგერად ვინ იდგება.
0
№5
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2016 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ara cudi igrokii
0
№6
ავტორი: Legend Sir Alex
18 ივლისი 2016 13:20
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
არაა ცუდი მცველი ფაბინო, იშვიათად ვადევნებ თვალს საფრანგეთის ლიგა 1 და რაც ვნახე ცუდი მცველი არაა. ისე მარჯვენა მცველის მოყვანა თუ უნდათ კოულმენი ან უოლკერი გაასწორებდა.
0
№7
ავტორი: kantona-7
18 ივლისი 2016 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: Legend Sir Alex
არაა ცუდი მცველი ფაბინო, იშვიათად ვადევნებ თვალს საფრანგეთის ლიგა 1 და რაც ვნახე ცუდი მცველი არაა. ისე მარჯვენა მცველის მოყვანა თუ უნდათ კოულმენი ან უოლკერი გაასწორებდა.

უოლკერი მართლა მაგარია მეც მევასება მაგრამ მაინც არავინ არმინდარო იყიდოს ფოსუმენსას პონტში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: NUGI
18 ივლისი 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
კაია იყიდონ
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
18 ივლისი 2016 14:04
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ციტატა: kantona-7
ციტატა: Legend Sir Alex
არაა ცუდი მცველი ფაბინო, იშვიათად ვადევნებ თვალს საფრანგეთის ლიგა 1 და რაც ვნახე ცუდი მცველი არაა. ისე მარჯვენა მცველის მოყვანა თუ უნდათ კოულმენი ან უოლკერი გაასწორებდა.

უოლკერი მართლა მაგარია მეც მევასება მაგრამ მაინც არავინ არმინდარო იყიდოს ფოსუმენსას პონტში


ბაზარი არაა ძმაო ძალიან მაგრია ტიმოტი და იმედი მაქვს დრო მიეცემა და განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით ტიმოტის აღნაგობიდან და მონაცემებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მისგან მარჯვენა მცველზე მაგრი ცენტრალური მცველი ან ჩამშლელი გამოვა.
0
№10
ავტორი: LASHQARA
18 ივლისი 2016 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მოიყვანონ მაგრად გაასწორებს სწრაფი ფეხბურთელია და შეტევის წამოწყება შეუძლია სწრაფად love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top