თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2998,
კომენტარები: 12
რუნი: "პრესის ჭორები სრული აბსურდია"
უეინ რუნი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
რუნი:
უეინ რუნი აცხადებს, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს როი ჰოჯსონისადმი რწმენა არასდროს დაუკარგავთ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის თქმით, ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნილი "სამი ლომის" მთავარ მწვრთნელს ყოველთვის ჰქონდა გუნდის მხარდაჭერა და პრესაში გავრცელებულ საწინააღმდეგო ცნობას მან სრული აბსურდი უწოდა.

ევროპის ჩემპიონატზე ოდესმე მოასპარეზე ქვეყანათა შორის ყველაზე მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენლებმა, ისლანდიელებმა ტურნირის 1/8 ფინალში ინგლისელები დაამარცხეს, რასაც "ლომების" მთავარი მწვრთნელის გადადგომა მოჰყვა 20 წუთის შემდეგ.

სამშაბათს პრესა აქტიურად წერდა, რომ ჰოჯსონის შეგირდებს მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ კაპიტანმა ეს უარყო.

"მედია საშუალებებში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ეს სრული აბსურდია.

ფეხბურთელები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით მწვრთნელს, მაგრამ მისი გადადგომის მიზეზები გასაგებია.

მისი გვჯეროდა ტურნირისთვის მომზადების პროცესში და მისი მიმდინარეობისას",
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: U N I T E D
29 ივნისი 2016 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: Best 7
ციტატა: General
ვან გაალი 2

ვან გაალსაც რატო უდარებ ჰოჯსონს სადაც უნდა იქ დააჩმორებს:D ქეცბაია 2

wink
0
№12
ავტორი: gela-manchesteri
29 ივნისი 2016 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მაგარი ****ა ჰოჯსონა რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top