თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 12:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 17
ნანი "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება?
პორტუგალიელი შესაძლოა "იუნაიტედში" დაბრუნდეს.
ნანი
დღეს რამდენიმე თურქულმა წყარომ საკმაოდ საინტერესო სიახლეები გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედში" საკუთარი თანამემამულისა და "ფენერბაჰჩეს" ვინგერის ლუიშ ნანის შეძენა სურს.

ინფორმაციის თანახმად, მოურინიო ნანის თურქეთში უკვე დიდი ხანია ქომაგობს და პორტუგალიელმა სპეციალისტმა "იუნაიტედის" ყოფილ გარემარბთან პირადი ხელშეკრულება უკვე შეათანხმა.

"იუნაიტედი" თურქულ კლუბს ნანის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. მოურინიოს კი მიაჩნია, რომ ყოფილ "ეშმაკს" კლუბისთვის სარგებლის მოტანა ახლაც შეუძლია.

ნანიმ თურქეთის სუპერ ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ადგილობრივი ჩემპიონატის ეგიდით მან 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 12 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.

ამ დროისათვის პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 14,5 მლნ. ევროა.

წყარო: Manutd One
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: VARDOSANIDZE
10 ივნისი 2016 13:31
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ერთი კანტონა და ფერგი დააბრუნონ და ეგაა wink
1
№12
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2016 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
8 მილიონი მაგარია :დ არადა ოთხად სულ გაყიდეს მგონი
1
№13
ავტორი: Iunaitedi
10 ივნისი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
მოდი ნანი მოდი 3d_5
1
№14
ავტორი: kantona-7
10 ივნისი 2016 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არავინაა ამის დამბრუნებელი ხომიცით ყველამ wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№15
ავტორი: gela-manchesteri
10 ივნისი 2016 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მოიყვანე ესეც და რონიც დააბრუნე
1
№16
ავტორი: Gio_-O
10 ივნისი 2016 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ნეტა დაბრუნდეს მაგრად მომენატრა ეს კაცი მანჩესტერში
1
№17
ავტორი: JuanMata
11 ივნისი 2016 03:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დაბრუნდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ლუის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ნანის და რაფაელის გაყიდვა.

ან ველბეკი რატო გაყიდა, მარჯვენა ფლანგზე ეგეც ითამაშებდა, მაგაზე დიდად გული არ დამწყდა, მაგრამ აი რაფაელი და ნანი ძაან მაგრები არიან.

მოკლედ არია მაგრად გუნდი angry
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top