დღეს რამდენიმე თურქულმა წყარომ საკმაოდ საინტერესო სიახლეები გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედში" საკუთარი თანამემამულისა და "ფენერბაჰჩეს" ვინგერის ლუიშ ნანის შეძენა სურს.
ინფორმაციის თანახმად, მოურინიო ნანის თურქეთში უკვე დიდი ხანია ქომაგობს და პორტუგალიელმა სპეციალისტმა "იუნაიტედის" ყოფილ გარემარბთან პირადი ხელშეკრულება უკვე შეათანხმა.
"იუნაიტედი" თურქულ კლუბს ნანის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. მოურინიოს კი მიაჩნია, რომ ყოფილ "ეშმაკს" კლუბისთვის სარგებლის მოტანა ახლაც შეუძლია.
ნანიმ თურქეთის სუპერ ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ადგილობრივი ჩემპიონატის ეგიდით მან 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 12 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.
ამ დროისათვის პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 14,5 მლნ. ევროა.