თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2149,
კომენტარები: 20
მატიჩს "ჩელსის" დატოვება სურს
ნემანია მატიჩი ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს.
მატიჩს
"ჩელსის" ვარსკვლავი ნემანია მატიჩი ანტონიო კონტეს "ჩელსიში" დარჩენას არ აპირებს და ჟოზე მოურინიოსთან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.

სწორედ მოურინიომ გადაიბირა სერბი "სტემფორდ ბრიჯზე", როცა "ჩელსიში" მეორედ მივიდა სამუშაოდ.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის წარმატებაში მატიჩმა წამყვანი როლი შეასრულა, ნემანია მოურინიოსთვის სავალალო სეზონში უკვე ერთ-ერთი იმედგაცრუება გახდა.

ამას ისიც ცხადყოფს, რომ მოურინიომ მატიჩი "საუთჰემპტონთან" 3-1 წაგებულ შეხვედრაში 27-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან, მაგრამ მიუხედავად ასეთი ცუდი თამაშისა, მოურინიო ნახევარმცველისადმი ინტერესს არ კარგავს.

თავად მატიჩიც კეთილგანწყობილია პორტუგალიელისადმი და ეს მაშინ გამოჩნდა, როცა მოურინიოს გაძევების შემდეგ სერბი ჟოზეს მიმართ თბილი სიტყვებით საუბრობდა.

"განსაკუთრებული" ახლა "ოლდ ტრაფორდზე" იწყებს მუშაობას და სურს, თავისი ყოფილი შეგირდი სხვა გუნდში იხილოს.

"ჩელსის" ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უკვე ესაუბრა ისეთ წამყვან ფეხბურთელებს, როგორებიც ედენ აზარი და დიეგო კოშტა არიან, ნემანიამ კი მას აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურს.

"ჩელსის" პოზიცია ჯერ უცნობია, რადგან კონტეს არ გადაუწვეტია, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს. ლონდონურ კლუბში დიდი გარდაქმნა იგეგმება და ამას შეიძლება ოსკარი და ჯონ ობი მიკელი შეეწიროს, რომ არაფერი ვთქვათ ლოიკ რემიზე. სიტუაციით კი მოურინიო ისარგებლებს და მატიჩთან ერთად ვილიანის შეძენასაც ეცდება.

წყარო: the sun
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2016 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Araa cudii
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
9 ივნისი 2016 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: Zeba
მატიჩი კი არა,დიბალა მოიყვანეთ დიბალა love love derphappycry derpwhy

Dybalas vin mogvcems erti weli dzlivs gavida rac juveshi mivida isev jobia realur samizneebze imushavon
0
№13
ავტორი: VARDOSANIDZE
9 ივნისი 2016 18:24
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ციტატა: K1llsw1tch
ციტატა: Zeba
მატიჩი კი არა,დიბალა მოიყვანეთ დიბალა love love derphappycry derpwhy

Dybalas vin mogvcems erti weli dzlivs gavida rac juveshi mivida isev jobia realur samizneebze imushavon

მართალი ხარ
0
№14
ავტორი: Iunaitedi
9 ივნისი 2016 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Memphis_Depay
ამაზე მაგარი საყრდენი ვინაა?! შნეიდერლინი არ ვიცით რას იზამს შემდეგ სეზონში და მატიჩი საყრდენად თუ დადგება და პოგბა რუნი ნახევარდაცვის წინა ხაზზე დადგებიან მშვენიერი ნახევარდაცვა იქნება love

რასვუშვრებით დანარჩენებს.? მატას ერერას ფელაინს + ბლინდი შვაინსჰტაიგერს.? მაშინ ტრანსფერზე უნდა დააყენოს ბევრი.
0
№15
ავტორი: bastian777
9 ივნისი 2016 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
erera blindi mata da felaini ro gyavs gundshi imito gaxvedi ligaze.
0
№16
ავტორი: gamari
9 ივნისი 2016 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მანიუს ხელწერა ის იყო რომ პირველ 15 წუთში იგებდა თამაშებს .ეს ნახევარმცველების დამსახურება იყო .ჩვენ ძირითად ჩამშლელები გვყავს,მატას ჩემი დიდი პატივის მიუხედავათ სისწრაფე ვეღარ მოემატება ამიტომ ამ სფეროს გაძლიერება გვინდა
0
№17
ავტორი: უეინ რუნი
9 ივნისი 2016 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არ მინდა მატიჩი მორგანი მირცჰევნია
0
№18
ავტორი: dybbuk
9 ივნისი 2016 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
რა მატიჩი, კანტე იყიდონ ამ ჩემისებმა მაგაზე უკეთესი საყრდენი წელს არ ყოლია ეპლს და ევროპაზეც დაამტკიცებს რა დონეა
0
№19
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Moicaa bijio ra matichii kacooo :((((((((((
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2016 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არამგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top