ნემანია მატიჩი ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს.
"ჩელსის" ვარსკვლავი ნემანია მატიჩი ანტონიო კონტეს "ჩელსიში" დარჩენას არ აპირებს და ჟოზე მოურინიოსთან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.
სწორედ მოურინიომ გადაიბირა სერბი "სტემფორდ ბრიჯზე", როცა "ჩელსიში" მეორედ მივიდა სამუშაოდ.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის წარმატებაში მატიჩმა წამყვანი როლი შეასრულა, ნემანია მოურინიოსთვის სავალალო სეზონში უკვე ერთ-ერთი იმედგაცრუება გახდა.
ამას ისიც ცხადყოფს, რომ მოურინიომ მატიჩი "საუთჰემპტონთან" 3-1 წაგებულ შეხვედრაში 27-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან, მაგრამ მიუხედავად ასეთი ცუდი თამაშისა, მოურინიო ნახევარმცველისადმი ინტერესს არ კარგავს.
თავად მატიჩიც კეთილგანწყობილია პორტუგალიელისადმი და ეს მაშინ გამოჩნდა, როცა მოურინიოს გაძევების შემდეგ სერბი ჟოზეს მიმართ თბილი სიტყვებით საუბრობდა.
"განსაკუთრებული" ახლა "ოლდ ტრაფორდზე" იწყებს მუშაობას და სურს, თავისი ყოფილი შეგირდი სხვა გუნდში იხილოს.
"ჩელსის" ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უკვე ესაუბრა ისეთ წამყვან ფეხბურთელებს, როგორებიც ედენ აზარი და დიეგო კოშტა არიან, ნემანიამ კი მას აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურს.
"ჩელსის" პოზიცია ჯერ უცნობია, რადგან კონტეს არ გადაუწვეტია, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს. ლონდონურ კლუბში დიდი გარდაქმნა იგეგმება და ამას შეიძლება ოსკარი და ჯონ ობი მიკელი შეეწიროს, რომ არაფერი ვთქვათ ლოიკ რემიზე. სიტუაციით კი მოურინიო ისარგებლებს და მატიჩთან ერთად ვილიანის შეძენასაც ეცდება.
წყარო:
the sun