თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2016, 14:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2184,
კომენტარები: 15
მარკუს რეშფორდი თავისი პროგრესის შესახებ
ახალგაზრდა ფორვარდი თავისი წარმატების შესახებ ალაპარაკდა.
მარკუს რეშფორდი თავისი პროგრესის შესახებ
მარკუს რეშფორდმა საერთაშორისო და საკლუბო დონეზე თავისი წარმატების შესახებ ისაუბრა.

18 წლის ფორვარდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი სადებიუტო შეხვედრა "მიდტიულანდის" წინააღმდეგ თებერვალში ჩაატარა, მას შემდეგ კი "წითლებს" დაეხმარა ინგლისის თასის მოგებაში და როი ჰოჯსონის გუნდში ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდა. მარკუსი გათამაშების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

"სამი ლომის" პირველი მატჩის წინ რეშფორდი FATV-ს ესაუბრა: "შობის პერიოდში 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ვშრომობდი და უცებ პირველ გუნდში გამოვჩნდი.

შანსითვის ყოველთვის მზად უნდა იყო. გულახდილად რომ გითხრათ, ინგლისის ნაკრებში მოხვედრაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რადგან "იუნაიტედში" ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვქონდა დარჩენილი. მთელი ჩემი ყურადღება ამ მატჩებისკენ იყო მიპყრობილი. სეზონის მიწურულს უკვე დაიწყო საუბრები, მაგრამ ახლა ინგლისის ნაკრებში ყოფნა ნამდვილად გასაოცარია".


რეშფორდმა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ მატჩში მოახერხა გოლის გატანა, როცა "სტედიუმ ოფ ლაითზე" ავსტრალიელთა კარი აიღო.

"სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, რადგან ასეთ შემთხვევაში შენ დაძაბულობას იგრძნობ და ხალხი შენი თამაშის მიმართ მოლოდინს იქმნის. პირადად მე მხოლოდ მატჩზე, ჩემს თამაშზე ვფიქრობდი და უცებ გოლიც გავიტანე. კარგი დასაწყისია.

როცა გასახდელ ოთახში შევედი და ფეხბურთელების ზურგზე მათ გვარებს ვკითხულობდი, თვალებს ვერ დავუჯერე. მახსოვს, როგორ წავედი შემდეგ სახლში და ჩემს ძმას მოვუყევი, ის დამეთანხმა - არც მას ეგონა, რომ ეს რეალობა იყო. სწორედ ასე ხდება, სანამ ყველაფერს შეეგუები.

ბავშვობაში სახლში და მანქანაში ყოფნისას მე თავად ვაფრიალებდი დროშას, ასე რომ, ახლა გუნდში ყოფნა და ჩემი ქვეყნის დახმარება გასაოცარი შეგრძნებაა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
9 ივნისი 2016 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№12
ავტორი: VARDOSANIDZE
9 ივნისი 2016 18:31
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
მიყვარს ეს ბიჭი და ალბათ ყველა ადამიანს არის თუ არა მანჩესტერის ფანი love love love
0
№13
ავტორი: kantona-7
9 ივნისი 2016 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარი ბიჭია და თავი შემაყვარა ძალიან მალე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Es gaizrdebaaaa mtrisaas :-D :-D :-D
0
№15
ავტორი: WeAreUnited
10 ივნისი 2016 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: stepno
Es gaizrdebaaaa mtrisaas :-D :-D :-D

უარესი უნდა გაიზარდოს მტრისას კი არა მესი/რონალოდს დდშვც უნდა გაიჩითოს და ეს მარსიალი დეპაი როგორ მეიმედებიან ბიჭო რავი აი დეპაი ვიცი რომ მაგრად მოუმატებს თუ არა და ნახავთ მაგარი ბიჭია ცოტა შენჯღრევა უნდა და მოუ მოუ****ვს მაგას კეთილებს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top