მარკუს რეშფორდმა საერთაშორისო და საკლუბო დონეზე თავისი წარმატების შესახებ ისაუბრა.
18 წლის ფორვარდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი სადებიუტო შეხვედრა "მიდტიულანდის" წინააღმდეგ თებერვალში ჩაატარა, მას შემდეგ კი "წითლებს" დაეხმარა ინგლისის თასის მოგებაში და როი ჰოჯსონის გუნდში ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდა. მარკუსი გათამაშების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
"სამი ლომის" პირველი მატჩის წინ რეშფორდი FATV-ს ესაუბრა: "შობის პერიოდში 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ვშრომობდი და უცებ პირველ გუნდში გამოვჩნდი.
შანსითვის ყოველთვის მზად უნდა იყო. გულახდილად რომ გითხრათ, ინგლისის ნაკრებში მოხვედრაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რადგან "იუნაიტედში" ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვქონდა დარჩენილი. მთელი ჩემი ყურადღება ამ მატჩებისკენ იყო მიპყრობილი. სეზონის მიწურულს უკვე დაიწყო საუბრები, მაგრამ ახლა ინგლისის ნაკრებში ყოფნა ნამდვილად გასაოცარია".
რეშფორდმა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ მატჩში მოახერხა გოლის გატანა, როცა "სტედიუმ ოფ ლაითზე" ავსტრალიელთა კარი აიღო.
"სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, რადგან ასეთ შემთხვევაში შენ დაძაბულობას იგრძნობ და ხალხი შენი თამაშის მიმართ მოლოდინს იქმნის. პირადად მე მხოლოდ მატჩზე, ჩემს თამაშზე ვფიქრობდი და უცებ გოლიც გავიტანე. კარგი დასაწყისია.
როცა გასახდელ ოთახში შევედი და ფეხბურთელების ზურგზე მათ გვარებს ვკითხულობდი, თვალებს ვერ დავუჯერე. მახსოვს, როგორ წავედი შემდეგ სახლში და ჩემს ძმას მოვუყევი, ის დამეთანხმა - არც მას ეგონა, რომ ეს რეალობა იყო. სწორედ ასე ხდება, სანამ ყველაფერს შეეგუები.
ბავშვობაში სახლში და მანქანაში ყოფნისას მე თავად ვაფრიალებდი დროშას, ასე რომ, ახლა გუნდში ყოფნა და ჩემი ქვეყნის დახმარება გასაოცარი შეგრძნებაა".