თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3950,
კომენტარები: 39
მოურინიოს სატრანსფერო სამიზნეები
ჟოზე მოურინიომ უკვე იპოვა საჭირო ფეხბურთელები.
მოურინიოს სატრანსფერო სამიზნეები
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში მინიმუმ 150 მლნ. ფუნტს გადასცემს, რათა თავისი სატრანსფერო სამიზნეები ანდრე გომეში, ჟოაო მარიო, ჯონ სტოუნსი, ალვარო მორატა, მაურო იკარდი და ეზეკიელ გარაი შეიძინოს.

ლუი ვან გაალის შეცვლას პორტუგალიელი მწვრთნელით დიდი სხვაობა მოჰყვება კლუბში, მაგრამ ეს სასარგებლო იქნება რამდენიმე უკმაყოფილო მოთამაშისთვის, რომელთა შორისაა დავიდ დე ხეა, მაიკლ კერიკი და ანდერ ერერა. ხუან მატამ კი შეიძლება კლუბი დატოვოს.

მოურინიო ინტერესს აღადგენს სტოუნსისადმი, რომელიც 40 მლნ. ფუნტზე მეტი ეღირება და რომლის შეძენას გასულ ზაფხულს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელობისასაც აპირებდა, თუმცა კონკურენციის გაწევა "მანჩესტერ სიტისთვის" მოუწევს. "იუნაიტედმა" ასევე ისურვა მორატას თანაგუნდელების ალექს სანდროსა და პოლ პოგბას შეძენა. თუმცა ინგლისელებს თითოეული მათგანისთვის 116 მლნ. ფუნტი მოსთხოვეს, რამაც კლუბის ინტერესს მაშინვე ბოლო მოუღო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა მოურინიოს დანიშვნა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მან უკვე შეადგინა ჟორჟე მენდეშთან ერთად სატრანსფერო სამიზნეთა სია.

ასეთთა რიგებში კი ზემოჩამოთვლილთა გარდა მოხვდა "ვალენსიას" 22 წლის ნახევარმცველი გომეში, რომელიც 40 მლნ. ფუნტი ეღირება.

ჟოაო მარიო, 23 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, რომელიც "სპორტინგში" თამაშობს. მისი საფასური 27 მლნ. ფუნტი იქნება.

გომეშისა და მარიოსადმი მოურინიოს ინტერესი სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს ბასტიან შვაინშტაიგერისთვის, რომელიც აგვისტოში 32 წლის შესრულდება. კლუბში დარჩენაზე ფიქრობს კერიკიც, მაგრამ ის 35 წლის გახდება ივლისში და შეიძლება, კვირაში ორჯერ ვერ ითამაშოს.

"ზენიტის" 29 წლის მცველი გარაი ადრე მოურინიოს ხელმძღვანელობით "რეალში" თამაშობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წელს მოურინიომ ის უკვე გაყიდა, შეიძლება მხოლოდ მეორე არჩევანი გამოდგეს ჯონ სტოუნსის შემდეგ.

23 წლის იკარდი მოურიოს კიდევ ერთი სამიზნეა, მაგრამ ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მორატას გადაბირებას ვერ შეძლებენ.

მორატა დაახლოებით 40 მლნ. ფუნტი ღირს, "რეალი" კი მის გამოსასყიდ 23.6 მლნ. პუნტს აამოქმედებს და "იუვენტუსიდან" დაიბრუნებს, მერე კი შეთავაზებებს განიხილავს. ესპანელი თავდამსხმელი სხვა კლუბებს "იუნაიტედში" გადასვლას ამჯობინებს, რადგანაც მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაში სურს.

მიუხედავად იმისა, რომ დავიდ დე ხეას მორიგი დიდებული სეზონი აქვს, ის არ აპირებს ვან გაალის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი სეზონი გაატაროს, ამიტომ მოურინიოს დანიშვნას მიესალმება.

თუმცა ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში მაიკლ კერიკი ვიცე-კაპიტნად დაინიშნა და ვეტერანი ფეხბურთელი დიდ როლს თამაშობდა გუნდის ცხოვრებაში, მასაც სურს, წასვლა, თუკი ვან გაალი დარჩება.

დე ხეასა და კერიკის გარდა პორტუგალიელის მისვლა გაუხარდებათ სხვა ფეხბურთელებსაც. ერერა მათ შორის ერთ-ერთია, რადგანაც მას ბევრი შანსი არ ეძლეოდა ვან გაალის პერიოდში.

წყარო: theguardian
ახალი ამბები
39 კომენტარი
№11
ავტორი: hemi
23 მაი 2016 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ნერვებზე თამაშობენ უკვე ეს ჟურნალისტებუ, ჯერ არ წასულა ეს კაცი და უკვე ახალი მწვრთნელის, რომელიც ასევე ჯერ არ მოსულა, იდეებს აწყობენ, რომელიც ალბათ სულ არ აქვს თავში :დ:დ:დ სასაცილოა რა, ასეთი რაღაცეებუ სულ ხდება და იწერება ყველა გუნდზე თუ ავყევით სხვა რამდენიმე გუნდის(სახელებს არ ვიტყვი) დოყლაპია პოზერი ფანებივით არ გამოგვადგება არაფერში

პროსტა ახლა დაძაბულები ვართ და მოქმედევს ძაან
0
№12
ავტორი: gela-manchesteri
23 მაი 2016 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
როდის გაოფიციალურდება ან ამის ცასვლა ან მოუს მოსვლა
0
№13
23 მაი 2016 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
კაია
0
№14
ავტორი: Lev
23 მაი 2016 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
თავდასხმაში თუ მოვა ზლატანა მივესალმები სხვების მოყვანა სისულელეა. რეშფორდი და მარსიალი დახევენ მომავალ წელს პრემიერლიგის მცველებს. მთავარია მაგათ არ გაუხუროს მოურინიომ დანარჩენი არაფერი მადარდებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№15
ავტორი: Qutaiseli
23 მაი 2016 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: gela-manchesteri
როდის გაოფიციალურდება ან ამის ცასვლა ან მოუს მოსვლა

Van gaalis wasvla gaoficialurdaa

http://goal.ge/mtavari-ambebi/44051-oficialurad-manchesterma-luis-van-gaali-dait
.html ager waikitxe
0
№16
ავტორი: Iunaitedi
23 მაი 2016 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Lev
თავდასხმაში თუ მოვა ზლატანა მივესალმები სხვების მოყვანა სისულელეა. რეშფორდი და მარსიალი დახევენ მომავალ წელს პრემიერლიგის მცველებს. მთავარია მაგათ არ გაუხუროს მოურინიომ დანარჩენი არაფერი მადარდებს

იბრა ყველაზე მაგრად მინდა. good2
0
№17
ავტორი: levionok
23 მაი 2016 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გვარდიანი ინგლისური ასავალ დასავალია.....მორატა? მას რეშფორდი ჯობია მანამდე კი იბრა გვეყოლება ასე რომ ეს უაზრობაა მორატათი ინგლისის ჩემპიონატს ვერ მოიგებ ეს ერთი მეორე დაცვის ხაზის ფავორიტი ყველავ ვიცით რომ მაურინიოთვის ვარანია,სტოუნმა წელს თუ რეგრეი არა პროგრესი არ ქონია და სმოლინგი ჯობია ცენტრში ალბათ ვარანი სმოლინგს შეუწყვილდება სურვილი ეს არის ყოველშემთხვევაში,ცენტრფორვარდი იბრაგიმოვიჩია ვისაც უნდა იმას დავენიძლავები,გვჭირდება მარჯვნიდან ვიგნერი სწრაფი და კრეატიული აი ეს პოზიცია მიჭირს ვინ გეგულებათ მარცხნიდან ისეთი რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომია?ერთი ენერგიული ჩამშლელი გვჭირდება
0
№18
ავტორი: hemi
23 მაი 2016 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: Qutaiseli
ციტატა: gela-manchesteri
როდის გაოფიციალურდება ან ამის ცასვლა ან მოუს მოსვლა

Van gaalis wasvla gaoficialurdaa

http://goal.ge/mtavari-ambebi/44051-oficialurad-manchesterma-luis-van-gaali-dait

.html ager waikitxe

გოალ.გე ს დაჯერება არ ვარგა არფრად ერთი ასაჩალ დასავალი და მეორე ეგენი ფეხბურთში სანამ საიტზე არ დაიდეება იფიციალური მანამდე არაფერი დაიჯეროთ
0
№19
ავტორი: levionok
23 მაი 2016 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
შნეიდერლინმა არ გაამართლა თუმცა ალბათ გუნდში დარჩება ჯანუზაი არამგონია დარჩეს იანგი ვერა როხო ვერა კერიკიც ვერა ნუ 20-25 თამაშში შეიძლება მარჯვენა მცველზე კარგი კონკურენციაა დარმიანი ვალენსია მარცხნიდან იმედია შოუ ისეტი იქნება როგორიც გვახსოვსსჰეტევაში იბრა რუნი მარსიალი და ვიგაცა კრეატიული X 4-4-2 სჰი რეშფორდიც და ვპიქრობ რომ ამ სქემით ითამაშებს

ციტატა: Iunaitedi
ციტატა: Lev
თავდასხმაში თუ მოვა ზლატანა მივესალმები სხვების მოყვანა სისულელეა. რეშფორდი და მარსიალი დახევენ მომავალ წელს პრემიერლიგის მცველებს. მთავარია მაგათ არ გაუხუროს მოურინიომ დანარჩენი არაფერი მადარდებს

იბრა ყველაზე მაგრად მინდა. good2

მასეც იქნება სანამ რეშფორდი აკრიფავ იბრა იქამდე იქნება გაგვეზრდება ბიჭი,რა მორატა მორატას მივცეთ სათამაშო დრო და რეშფორდი დავსვათ? უსამართლობაა
0
№20
ავტორი: tedore
23 მაი 2016 19:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ტვიტერზე გავრცელდა სურათები სადაც იბრა თვითმფრინავში ზის და იმედია მანჩესტერში მოფრინავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top