თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2775,
კომენტარები: 16
"მოურინიო "იუნაიტედში" დიდხანს არ დარჩება"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი თავის აზრს გამოთქვამს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფილ ნევილი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიო "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის შეცვლის შემთხვევაში დიდხანს არ დარჩება.

როგორც მოსალოდნელია, პორტუგალიელი სპეციალისტი უახლოეს დღეებში ჰოლანდიელს შეცვლის.

"ჩემთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" საუკეთესო უნდა იყო. მოურინიო უკვე არის გამარჯვებული. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სურთ, მათმა გუნდმა ტიტულისთვის იბრძოლოს, მათ არ სურთ მეხუთეზე ან მეექვსეზე გამსვლელი გუნდი.

როცა მოურინიო კლუბში ამოიწურება, ის კვალს ფეხბურთელებზე ტოვებს, უკმაყოფილო ხდება და გუნდი ეცემა.

არა მგონია, "იუნაიტედში" დიდხანს დარჩეს - ალბათ ორი ან სამი წელი იცოცხლებს კლუბის თაროზე - მაგრამ, როგორც კი წარმატებას მოიტანს, "იუნაიტედის" გულშემატკივრები ბედნიერები იქნებიან.

საფეხბურთო მენეჯმენტის ზეწოლა, მფლობელების, გულშემატკივრებისა და მედიის მოთხოვნა უკვე ნიშნავს, რომ ორ ან სამწლიანი სამსახური უკვე საკმარისია",
- განაცხადა ნევილმა.

ნევილმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ქომაგები მოურინიოს უცაბედი გავლენის მოლოდინს შექმნიან.

"ის არ არის მწვრთნელი, რომელიც მოვა და იტყვის, ეს გარდაქმნის პერიოდია და მეოთხე ადგილზე გასვლა საკმარისი იქნებაო - ეს არასდროს იქნება საკმარისი "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.

მე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი ვარ და მინდა, მომდევნო სეზონში მათ ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. მასზე სწორედ ასეთი მოთხოვნილება იქნება და დარწმუნებული ვარ, ამას ხვდება.

ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გარკვეული მეთოდით უნდა წვრთნა, მაგრამ თუ ამ შაბლონურ მიდგომას მიიღებ - რაც "ჩელსიში" ბოლო დროს მუშაობისას გამოჩნდა - მოურინიოს სტილს დაკარგავთ.

მას მოსწონს საბრძოლო მენტალიტეტის შექმნა და სერ ალექსიც სწორედ ამას აკეთებდა 26 წლის განმავლობაში. ყოველ გუნდთან დაპირისპირების წინ გვეუბნებოდა, რომ დანარჩენ სამყაროს არ მოვწონდით, ჩვენი დაცემა სურდა და სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაციის საფუძველი უმეტეს მატჩებში.

სერ ალექსს მედიასთან და სხვა მწვრთნელებთან საბრძოლო მიზეზის მოცემა უყვარდა. თუ მოურინიოც ამასვე გააკეთებს, გულშემატკივრები მას გულით შეიყვარებენ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: nika_nikusha
24 მაი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ჯერ ხო არ მოსულა უკვე გაუშვეს derpwhy
0
№12
ავტორი: ikeoni
24 მაი 2016 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
5 weli ro gacherdes magari iqnebaa
0
№13
ავტორი: dybbuk
24 მაი 2016 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
მაგას ვერავინ იტყვის რამდენი ხანი გაჩერდება, მთავარია გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნდეს როგორც ადრე იყო და საერთოდ მგონია რო არ იქნება აქ წითელი ავტობუსი, გუნდს დიდი ფინანსური რესურსი აქვს და მოთხოვნაც იქნება რო შემტევი ფეხბურთი ითამაშოს გუნდმა, როგორც რეალში იყო, რატომღაც მჯერა რო დეპაის მოხოდავს აზარივით
0
№14
ავტორი: stepno
24 მაი 2016 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მისწორდება მოუუუუ რააა

მაგრად მისწორდება მოუუუუ რააა
0
№15
ავტორი: Old Red Devil
24 მაი 2016 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
მე მხოლოდ გული მწყდება იმაზე რომ მოურინიო ახალგაზრდებს არ გაახარებს და დაანიავებს.ამოწურავს რესურსებს ტოპ იგროკებისაგან და მერე ეგ არის. მაურინიო მართლა არაა მყარი მწვრთნელი. ვნახოთ მე წავიკითXე რომ ტრანსფერებს და საფეხბურთო პოლიტიკას დირექტორთა საბჭო გადაწყვეტსო და ვიმედოვნებ რომ მენდეშის ნაგავ ფეხბურთელებს არ მოყრიან ცეცხლის ფასად და სასტავიდან არ ააგდებენ რეშფორდს,ლინგარდს,მარსიალს,მაკნეირს,მენსას და ა.შ
0
№16
ავტორი: hemi
26 მაი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მეც ეგრე ვფიქრობ, ჰაჰა გაუხანგრძლივონ და 5 წელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top