თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2775,
კომენტარები: 16
"მოურინიო "იუნაიტედში" დიდხანს არ დარჩება"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი თავის აზრს გამოთქვამს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფილ ნევილი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიო "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის შეცვლის შემთხვევაში დიდხანს არ დარჩება.

როგორც მოსალოდნელია, პორტუგალიელი სპეციალისტი უახლოეს დღეებში ჰოლანდიელს შეცვლის.

"ჩემთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" საუკეთესო უნდა იყო. მოურინიო უკვე არის გამარჯვებული. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სურთ, მათმა გუნდმა ტიტულისთვის იბრძოლოს, მათ არ სურთ მეხუთეზე ან მეექვსეზე გამსვლელი გუნდი.

როცა მოურინიო კლუბში ამოიწურება, ის კვალს ფეხბურთელებზე ტოვებს, უკმაყოფილო ხდება და გუნდი ეცემა.

არა მგონია, "იუნაიტედში" დიდხანს დარჩეს - ალბათ ორი ან სამი წელი იცოცხლებს კლუბის თაროზე - მაგრამ, როგორც კი წარმატებას მოიტანს, "იუნაიტედის" გულშემატკივრები ბედნიერები იქნებიან.

საფეხბურთო მენეჯმენტის ზეწოლა, მფლობელების, გულშემატკივრებისა და მედიის მოთხოვნა უკვე ნიშნავს, რომ ორ ან სამწლიანი სამსახური უკვე საკმარისია",
- განაცხადა ნევილმა.

ნევილმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ქომაგები მოურინიოს უცაბედი გავლენის მოლოდინს შექმნიან.

"ის არ არის მწვრთნელი, რომელიც მოვა და იტყვის, ეს გარდაქმნის პერიოდია და მეოთხე ადგილზე გასვლა საკმარისი იქნებაო - ეს არასდროს იქნება საკმარისი "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.

მე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი ვარ და მინდა, მომდევნო სეზონში მათ ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. მასზე სწორედ ასეთი მოთხოვნილება იქნება და დარწმუნებული ვარ, ამას ხვდება.

ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გარკვეული მეთოდით უნდა წვრთნა, მაგრამ თუ ამ შაბლონურ მიდგომას მიიღებ - რაც "ჩელსიში" ბოლო დროს მუშაობისას გამოჩნდა - მოურინიოს სტილს დაკარგავთ.

მას მოსწონს საბრძოლო მენტალიტეტის შექმნა და სერ ალექსიც სწორედ ამას აკეთებდა 26 წლის განმავლობაში. ყოველ გუნდთან დაპირისპირების წინ გვეუბნებოდა, რომ დანარჩენ სამყაროს არ მოვწონდით, ჩვენი დაცემა სურდა და სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაციის საფუძველი უმეტეს მატჩებში.

სერ ალექსს მედიასთან და სხვა მწვრთნელებთან საბრძოლო მიზეზის მოცემა უყვარდა. თუ მოურინიოც ამასვე გააკეთებს, გულშემატკივრები მას გულით შეიყვარებენ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
24 მაი 2016 16:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს ნევილი თავიდან ვან გაალს ისე აქებდა და ტრაკში უზვრებოდა რავიცი :დდ უკვე სერიოზულად აღარ მივიჩნევ ამის განცხადებებს. კი საინტერესო ექპერტია კრიტიკოსი მარა ჯერ როგორც მწვრთნელი მზად არაა და არც დამხმარედ მინდა მოუსთან მანდ უფრო სქოულზი გაასწორებდა
0
№2
ავტორი: Iunaitedi
24 მაი 2016 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Arvici komentarebs agaraaqvs azri vicit ukve vin ra azrisaa am sakitxshi. Tu rame unda pirvelive sezonshi unda sheetyos gunds.
0
№3
ავტორი: Phil Jones
24 მაი 2016 16:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ფილა დაბოღმილია სამწუხაროდ მოიესის პონტში )))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 მაი 2016 16:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სადაც იმუშავა ყველგან დაახლოებით სამი წელი იყო და ალბათ აქაც ასე იქნება
0
№5
ავტორი: PLANeta
24 მაი 2016 16:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ეგ ალბათ ყველასთვის ნათელია
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 მაი 2016 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აბა გარის მოყვანას აპირებს შტაბშიო??? belay


უი ეს ფილი ყოფილა, მე გარი მეგონა wink
0
№7
ავტორი: RojoDiablo
24 მაი 2016 16:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: shotkin
ეს ნევილი თავიდან ვან გაალს ისე აქებდა და ტრაკში უზვრებოდა რავიცი :დდ უკვე სერიოზულად აღარ მივიჩნევ ამის განცხადებებს. კი საინტერესო ექპერტია კრიტიკოსი მარა ჯერ როგორც მწვრთნელი მზად არაა და არც დამხმარედ მინდა მოუსთან მანდ უფრო სქოულზი გაასწორებდა

ეს გარი არაა. ფილი ამბობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: gela-manchesteri
24 მაი 2016 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვნახოთ რა იქნება
0
№9
ავტორი: shotkin
24 მაი 2016 17:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
ეს ნევილი თავიდან ვან გაალს ისე აქებდა და ტრაკში უზვრებოდა რავიცი :დდ უკვე სერიოზულად აღარ მივიჩნევ ამის განცხადებებს. კი საინტერესო ექპერტია კრიტიკოსი მარა ჯერ როგორც მწვრთნელი მზად არაა და არც დამხმარედ მინდა მოუსთან მანდ უფრო სქოულზი გაასწორებდა

ეს გარი არაა. ფილი ამბობს.


ეხლა შევამჩნიე :DD ფილი ვაფშე არმევასება ))))))
0
№10
ავტორი: Wardell
24 მაი 2016 17:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
იდეაში ხო ყველგან ძალიან ცოტა ხანი გაჩერდა, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ როგორ გუნდებში იყო, ინტერი-რეალი-ჩელსი, გუნდები რომლებიც დიდი ხნით არ აჩერებენ მწვრთნელებს და არააქვთ ჩვენსავით მაგის ტრადიცია, ვნახოთ ვნახოთ რა იქნება როგორ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top