თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2016, 20:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3001,
კომენტარები: 15
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის კომენტარი სათასო მატჩის წინ
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თასის მოსაგებად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველგვარი მცდელობა გულშემატკივრებს მიეძღვნებათ.

"ბორნმუთთან" შუა კვირაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჰოლანდიელმა გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და მათი მხურვალე მხარდაჭერის გამო ინგლისის თასის მოგებას დაპირდა.

"უემბლიზე" გასამართი მატჩის წინ ვან გაალმა აღნიშნა: "ტიტული გულშემატკივრებისთვის ფანტასტიკურია და გვინდა, მათ ეს მივცეთ - ჩემს სიტყვაში ეს უკვე ვთქვი - რადგან ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იმყოფებოდნენ და, ჩემი აზრით, პირობებზე დამოუკიდებლად. არასდროს გვაძლევდნენ მოდუნების საშუალებას, ასე რომ, ისინი უფრო მეტად იმსახურებენ, ვიდრე სხვა ვინმე.

წავიკითხე, რომ "იუნაიტედმა" ინგლისის თასი ბოლოს 2004 წელს მოიგო, ასე რომ, დიდი დრო გავიდა. "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდი ტიტულია, განსაკუთრებით ახლა, მრავალი წლის შემდეგ".


ვან გაალს ასევე ჰკითხეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა გამარჯვება ფეხბურთელების თვითრწმენისთვის: "როცა მედალს იღებ, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ტიტული არ არის, ტიტული ინგლისის თასია, ეს არის ჩემპიონობა.

ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხელში თასს აიღებენ, ეს კი ამაღელვებელი მომენტია. ინგლისში ინგლისის თასს დიდ ჯილდოდ მიიჩნევენ და ჩვენ ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ტაძარში, "უემბლიზე" ვითამაშებთ, ასე რომ, ყველაფერი თასის მნიშვნელობაზე მეტყველებს".


"იუნაიტედის" მწვრთნელს ასევე მიაჩნია, რომ "კრისტალ პალასის" დამარცხება და ინგლისის თასის მეთორმეტეჯერ მოგება გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

"ვფიქრობ, ასეთი მატჩები იმისთვისაც გვჭირდება, რომ ახალგაზრდებმა ცოდნა მიიღონ. მსგავს შეხვედრებს უნდა იგებდე. ერთ მატჩში ბევრი რამ შეიძლება დაკარგო. ასეთ ზეწოლას უნდა გაუმკლავდე, რადგანაც განვითარების პროცესში ნაბიჯის გადადგმა გიხდება".

ვან გაალმა ტიტულის მოგების სანახაობრივ მეთოდზეც ისაუბრა: "ეს თქვენი უპირველესი საფიქრალია - შთაბეჭდილების მოხდენა. არადა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის მოწინააღმდეგეზეც. ორი შემტევი გუნდი გჭირდება ფანტასტიკური მატჩის სანახავად.

უპირველესი საფიქრალი კარგად თამაში, მოგება და ლამაზი გოლების გატანაა. თუმცა, 1-0 მოგება საკმარისია, რადგან ფინალში გამარჯვებაა მთავარი. როცა მარცხდები, არაფერი გრჩება ხელში".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: hemi
19 მაი 2016 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
2 რამე ცხადია I. ეს თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ II. ლუი უნდა წავიდეს. რაც უნდათ ის უქნიათ ეს ორი გააკეთონ ამ კვირაში ოღონდ
0
№12
ავტორი: kantona-7
20 მაი 2016 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ლუის მაინც გაუშვებენ გინდა მოიგოს გინდა წააგოს derpthumb ასერომ ვიგებთ ამთასს manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: stepno
20 მაი 2016 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Rogor dagvawynara chempionta ligaze gasvla tasi ar arioo :DDDDDDD
0
№14
ავტორი: JuanMata
20 მაი 2016 14:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გუნდს წარმატებები, მაგრამ ლუი მაინც კვერცხია, არ შეუძლია ამ კაცს დიდ საქმეებზე ფიქრი და რა ქნას, ურჩევნია იოლი გამარჯვებები, იწვალე ახლა ჩემპიონთა ლიგაზე. ფეხბურთელებსაც ამას აჩვევს.
0
№15
ავტორი: jokero89
20 მაი 2016 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
იმედია წავა ეს აქედან და დაგვასვენებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top