თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2016, 20:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2999,
კომენტარები: 15
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის კომენტარი სათასო მატჩის წინ
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თასის მოსაგებად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველგვარი მცდელობა გულშემატკივრებს მიეძღვნებათ.

"ბორნმუთთან" შუა კვირაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჰოლანდიელმა გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და მათი მხურვალე მხარდაჭერის გამო ინგლისის თასის მოგებას დაპირდა.

"უემბლიზე" გასამართი მატჩის წინ ვან გაალმა აღნიშნა: "ტიტული გულშემატკივრებისთვის ფანტასტიკურია და გვინდა, მათ ეს მივცეთ - ჩემს სიტყვაში ეს უკვე ვთქვი - რადგან ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იმყოფებოდნენ და, ჩემი აზრით, პირობებზე დამოუკიდებლად. არასდროს გვაძლევდნენ მოდუნების საშუალებას, ასე რომ, ისინი უფრო მეტად იმსახურებენ, ვიდრე სხვა ვინმე.

წავიკითხე, რომ "იუნაიტედმა" ინგლისის თასი ბოლოს 2004 წელს მოიგო, ასე რომ, დიდი დრო გავიდა. "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდი ტიტულია, განსაკუთრებით ახლა, მრავალი წლის შემდეგ".


ვან გაალს ასევე ჰკითხეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა გამარჯვება ფეხბურთელების თვითრწმენისთვის: "როცა მედალს იღებ, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ტიტული არ არის, ტიტული ინგლისის თასია, ეს არის ჩემპიონობა.

ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხელში თასს აიღებენ, ეს კი ამაღელვებელი მომენტია. ინგლისში ინგლისის თასს დიდ ჯილდოდ მიიჩნევენ და ჩვენ ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ტაძარში, "უემბლიზე" ვითამაშებთ, ასე რომ, ყველაფერი თასის მნიშვნელობაზე მეტყველებს".


"იუნაიტედის" მწვრთნელს ასევე მიაჩნია, რომ "კრისტალ პალასის" დამარცხება და ინგლისის თასის მეთორმეტეჯერ მოგება გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

"ვფიქრობ, ასეთი მატჩები იმისთვისაც გვჭირდება, რომ ახალგაზრდებმა ცოდნა მიიღონ. მსგავს შეხვედრებს უნდა იგებდე. ერთ მატჩში ბევრი რამ შეიძლება დაკარგო. ასეთ ზეწოლას უნდა გაუმკლავდე, რადგანაც განვითარების პროცესში ნაბიჯის გადადგმა გიხდება".

ვან გაალმა ტიტულის მოგების სანახაობრივ მეთოდზეც ისაუბრა: "ეს თქვენი უპირველესი საფიქრალია - შთაბეჭდილების მოხდენა. არადა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის მოწინააღმდეგეზეც. ორი შემტევი გუნდი გჭირდება ფანტასტიკური მატჩის სანახავად.

უპირველესი საფიქრალი კარგად თამაში, მოგება და ლამაზი გოლების გატანაა. თუმცა, 1-0 მოგება საკმარისია, რადგან ფინალში გამარჯვებაა მთავარი. როცა მარცხდები, არაფერი გრჩება ხელში".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2016 20:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სულ არ მაინტერესებს, რაზეა ვან გაალის ბედი დამოკიდებული. ტიტულის მოგება მომენატრა, სიხარული და ზეიმი მომენტრა. სულაც არ მინდა კიდევ ერთი იმედგაცრუების განცდა. მერე რა, თუ დატოვებენ ამ თასის გამო.

დიდი სტაჟი არა მაქვს "იუნაიტედის" გულშემატკივრობისა, სულ რაღაც 10-11 წელია, ასე რომ, მე ინგლისის თასის მფლობელი "იუნაიტედი" არასდროს მინახავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2016 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: RojoDiablo
სულ არ მაინტერესებს, რაზეა ვან გაალის ბედი დამოკიდებული. ტიტულის მოგება მომენატრა, სიხარული და ზეიმი მომენტრა. სულაც არ მინდა კიდევ ერთი იმედგაცრუების განცდა. მერე რა, თუ დატოვებენ ამ თასის გამო.

დიდი სტაჟი არა მაქვს "იუნაიტედის" გულშემატკივრობისა, სულ რაღაც 10-11 წელია, ასე რომ, მე ინგლისის თასის მფლობელი "იუნაიტედი" არასდროს მინახავს.


გეთანხმები და არც ის იქნება ვან გაალის გუნდში დატოვების გარანტი რო თასი მოიგოს, ჩვენ თუ ვხვდებით რო ტიტულის მოგების მიუხედავად გასაშვებია რა ჩვენ გვგონია რო ხელმძღვანელობა ვერ ხვდება? გაუშვებენ 90% ასე მგონია
0
№3
ავტორი: ikeoni
19 მაი 2016 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
№4
ავტორი: Iunaitedi
19 მაი 2016 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: RojoDiablo
სულ არ მაინტერესებს, რაზეა ვან გაალის ბედი დამოკიდებული. ტიტულის მოგება მომენატრა, სიხარული და ზეიმი მომენტრა. სულაც არ მინდა კიდევ ერთი იმედგაცრუების განცდა. მერე რა, თუ დატოვებენ ამ თასის გამო.

დიდი სტაჟი არა მაქვს "იუნაიტედის" გულშემატკივრობისა, სულ რაღაც 10-11 წელია, ასე რომ, მე ინგლისის თასის მფლობელი "იუნაიტედი" არასდროს მინახავს.

მართალია. ლიჟბი თასი ავიგოთ და თუუნდა როხო ათამაშოს წინ ან დატოვონ ვანგაალი. მე ჯერ 18ის ვარ და მე საერთოდ არ მახსოვს ეს თასი. მეც სადგაც 8-9 წლიდან ვგულშემატკივრობ იუნაიტედს. იმდია მოვიგებთ.

მოგვენატრა ხალხს თასი რადროს იმაზე ფიქრია ვანგაალს გააგდებენ ამ ტაისს მერე თუ არა თუ მოვიგებთ.
0
№5
ავტორი: L_E_G_E_N_D_S
19 მაი 2016 21:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 33
ლუიიი ეს ტიტული უნდა მოვიგოთ გთხოვ გადადე ეს შენი ფილოსოფია გვერდზე და გუნდს თამაშის უფლება მიეცი manunited
0
№6
ავტორი: pere
19 მაი 2016 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
რაც მანჩესტერს ვგულშემატკივრობ გუნდმა ყველა ტიტული მოიგო გარდა ამ თასისა და ძალიან მინდა ვნახო როგორ აიტაცებს რუნი ამ თასს ხელში. როგორც ვიცი რუნისაც ყველაფერი აქვს მოგებული გარდა ასოციაციის თასისა
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 მაი 2016 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოგება ყველას გვინდა რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენს ილაპარაკებს ეს სანამ ყელში არ ამოგვადენს ამ მოგებას areyoukiddingme
0
№8
ავტორი: red boy
19 მაი 2016 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
manutd ლუის მოგვაგებიე ეს თასი და მერე კარგად იყავი wink \
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
19 მაი 2016 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ლივერპულის ჯინაზე მაინც მოიგოს ამ სირმა რო აუჩემებიათ თქვენზე ტიტოლოვნები ვართო და 3 თუ 4 თასით მეტი გვაქვს ahahaha
0
№10
ავტორი: devidi
19 მაი 2016 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ისე ლაპარაკობს თავი მართლა ფილოსოფოსი გონია წადი მოფსი და დაიძინე შეჩემის ****
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top