თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2752,
კომენტარები: 14
რუნი: "ნახევარდაცვა ჩემი მომავალია"
კაპიტანი თავისი ახალი როლით ბედნიერია.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, რომელიც "ბორნმუთთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მიაჩნია, რომ ნახევარდაცვაში თამაში მისი მომავლის პერსპექტივაა.

რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" მე-100 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს კიდევ ორი გოლის გატანაში დაეხმარა, მატჩი 3-1 დასრულდა, "იუნაიტედი" კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

როცა ჰკითხეს, მისი როლის შესახებ, უეინმა უპასუხა: "ვფიქრობ, ხანდახან შენს კარიერაში არჩევანი უნდა გააკეთო და ამჟამად ჩემთვის უკეთესია სიღმეში თამაში.

ახლა ოდნავ განსხვავებული იქნება ინგლისის შემთხვევაში, ჯერ კიდევ კაპიტანი ვარ. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მომდევნო სეზონში, ნახევარდაცვაში ვხედავ ჩემს თავს".


სამშაბათს მოგებული მატჩის შემდეგ "წითლებმა" მეხუთე ადგილი გაინაღდეს, უეინი კი მოხარულია იმით, თუ როგორი რეაქცია გამოავლინეს მისმა თანაგუნდელებმა კვირას გადადებულ მატჩზე.

"დღეს რთული მატჩი გვქონდა კვირას მომხდარი ამბებიდან გამომდინარე და უკვე ვიცოდით, რომ მეოთხე ადგილი დაკარგული გვქონდა. დღეს კი მოედანზე რომ გამოვდიოდით, უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ამას ჩვენზე გავლენა არ უქონია, რადგანაც შაბათს დიდი მატჩი გველის და ამ მატჩისთვის კარგი განწყობა გვჭირდებოდა.

ვფიქრობ, კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, კომფორტული. ამ მატჩის მოგება გვჭირდებოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის ბოლო მატჩისთვის და ფინალამდე მუხტისთვის".


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი მხოლოდ ამ მიზეზით გაუშვა ხელიდან, რუნი ახლა მხოლოდ ფინალურ მატჩზე ფიქრობს.

"რა თქმა უნდა, ასეთი კალიბრის გუნდმა, ასეთი ისტორიით, უმაღლეს ტურნირებზე უნდა ითამაშოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ახლა შაბათის მატჩისთვის თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. იმედი მაქვს, სეზონს მაღალ ნოტაზე დავასრულებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2016 17:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რუნის მონდომება აკლია თორე არც ისეთი ასაკიაქ რო ვეღარ ქაჩავდეს, მარა ეტყობა რო მოვალეობის მოხთის მიზნით თამაშობს
0
№12
ავტორი: hemi
18 მაი 2016 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მოკლედ რა რუნი არსად უნდა წავიდეს 2-3 წელი ნორმალურად ითამაშებს თუ კა მწვრთნელი მოვა 4-4-2 დააყენებენ ფორვარდად და თუ არა 10 იანზე, რეკორდები აქ რუნის მოსახსნელი და ბიჭებო ნუ გავიწყდებათ რო იუნაიტედის ფანები ხართ გუნდისა რომელიც ლეგენდებს აფასებს
0
№13
ავტორი: scholes
18 მაი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: hemi
მოკლედ რა რუნი არსად უნდა წავიდეს 2-3 წელი ნორმალურად ითამაშებს თუ კა მწვრთნელი მოვა 4-4-2 დააყენებენ ფორვარდად და თუ არა 10 იანზე, რეკორდები აქ რუნის მოსახსნელი და ბიჭებო ნუ გავიწყდებათ რო იუნაიტედის ფანები ხართ გუნდისა რომელიც ლეგენდებს აფასებს

+++ რუნიზე როგორ უნდა თქვა ეგეთი რამე მანჩესტერს თუ სცემ პატივს მარა აღარ მიკვირს აქ ისეთები იწერება ხოლმე რო რავი... გამიხარდა ასე რომაზროვნებ შენ მანჩესტერის ფანიხარ რომელიც განათლებულია ფეხბურთში :)
0
№14
ავტორი: goga001
18 მაი 2016 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Ro idzaxit xalxo runi wavides formashi ar ariso tqveni ver gavige. Masze magari fexburteli vin gvyvavs blindi tu mata tu vin am ertma kacma raga qnas ramdeniga gaaketos martom runi wavides da beberi ibra movides romelic traks vegar zravs mteli tamashi ertadgilze mozraobs da bevri goli imito gaitana rom psj madari igrokebi yavs sul varskvlavebi chven blindebi roxoebi felainebi matebi da sxvabevri sirebi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top